თავში

რა შემთხვევაში დანიშნავს კომპანიებში დროებით მმართველს კომუნიკაციების კომისია

რა შემთხვევაში დანიშნავს კომპანიებში დროებით მმართველს
რა შემთხვევაში დანიშნავს კომპანიებში დროებით მმართველს კომუნიკაციების კომისია

„კომუნიკაციების მარეგულირებელი კანონპროექტის ახალ რედაქციაში დავიწროვდა პრინციპები, რა დროსაც კომისიას დროებითი მმართველის დანიშვნა შეუძლია," - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ბექა დოჭვირის განმარტებით, კანონპროექტში ჩაიწერა, რომ კომისიას დროებითი მმართველის დანიშვნა შეუძლია, როდესაც ირღვევა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები, მომხმარებლის ინტერესები და ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, დროებითი მმართველის შესვლა კომპანიაში ხდება იმისათვის, რომ მოხდეს კომისიის გადაწყვეტილების შესრულება. როგორც კი კომისიის გადაწყვეტილება შესრულდება, დროებით მმართველს უფლებამოსილება შეუწყდება.

„დროებითი მმართველი შეიძლება შეყვანილი იყოს, თუ ირღვევა 26-ე და 27- მუხლი - „შერწყმის, ან წილის აქციების, ან საოპერაციო აქტივების შეძენის გამოკვლევა და შემდგომი რეგულირება“. ზუსტდება 34-ე და 35-ე მუხლებიც, რომლებიც შეეხება ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელების შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულებას და სატარიფო რეგულირებას და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულებას. ანუ ყველა ეს მუხლი, კანონის არსებული რედაქციით ზუსტდება და მკაფიოდ არის განსაზღვრული, რა ვალდებულებებს მოიცავს, შესაბამისად, არ შეიძლება, ამ ნაწილში ბუნდოვანება იყოს. ასევე, საკომიტეტო მოსმენებიდან გამომდინარე, ცვლილება შეეხო წილების გასხვისების უფლებასაც, ანუ კომისიას ენიჭებოდა კომპანიის წილების გასხვისების უფლება იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არ შეასრულებდა კომისიის გადაწყვეტილებას. კონსულტაციების შედეგად, აღნიშნული ჩანაწერი ამოღებულ იქნა ამ რედაქციიდან და პასუხი გაეცა კითხვას, აქვს თუ არა დროებით მმართველს წილის გასხვისების უფლება - დროებით მმართველს წილის გასხვისების უფლება არ ექნება“, - განაცხადა ბექა დოჭვირმა და დასძინა, რომ დროებითი მმართველის შესვლა კომპანიაში მოხდება იმისათვის, რომ მოხდეს კომისიის გადაწყვეტილების შესრულება. როგორც კი კომისიის გადაწყვეტილება შესრულდება, დროებითი მმართველი შეწყვეტს უფლებამოსილებას და ფუნქციონირებას.

ცნობისთვის, ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონზე კომპრომისი მიღწეულია, რითაც კმაყოფილია ბიზნესიც და კომუნიკაციების მარეგულირებელი უწყებაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system