თავში

რა შემთხვევაში შეიძლება საშემოსავლო გადასახადი გადავადდეს

რა შემთხვევაში შეიძლება საშემოსავლო გადასახადი გადავადდეს
რა შემთხვევაში შეიძლება საშემოსავლო გადასახადი გადავადდეს

საშემოსავლო გადასახადების გადავადების საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთგვაროვანი მოსაზრებაა. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საშემოსავლო გადასახადის კიდევ 6 თვით გადავადების მომხრეა. თუმცა ბიზნეს სამართლის ექსპერტს, იურისტ აკაკი ჩარგეიშვილს მიაჩნია, რომ გადასახადის გადავადება უნდა მოხდეს შესაბამისი დასაბუთებისა და არგუმენტის საფუძველზე, აქამდე მოქმედი შეღავათის შედეგის განხილვისა და კონკრეტული გეგმის გათვალისწინებით. სხვა შემთხვევაში, როგორც იურისტი განმარტავს, დაზარალდება სახელმწიფო და საბოლოო ჯამში, სასურველი შედეგი ვერც ბიზნესის საქმიანობაზე აისახება.

,,საშემოსავლო გადასახადი აქამდე ეხებოდა არა კომპანიებს, არამედ ეს იყო ფიზიკური პირის გადასახადი, ვისაც ხელფასი ერიცხება. შეღავათი დაწესდა იმ მიზნით, რომ დამსაქმებლებს გასჩენოდათ შესაძლებლობა, თანამშრომლები არ დაეთხოვათ და ამავე დროს მასტემულირებელი ყოფილიყო ბიზნესის საქმიანობისთვის. ახლა რაც შეეხება იმას, რომ ბიზნეს ასოციაცია ამ გადავადებას ითხოვს, უნდა წარმოადგინონ იმის დასაბუთება, რა შედეგი მოიტანა უკვე დაწესებულმა შეღავათმა და რა არის საფუძველი, რომლის მიხედვითაც გადასახადი შეიძლება ამ ეტაპზეც გადავადდეს. მეტი დასაბუთება და არგუმენტია ამისთის საჭირო. შესაძლოა, სხვა გადაწყვეტილება იყოს მისაღები, მაგრამ შესაძლებელია  ისიც, რომ სინამდვილეში სხვა ინექციების საჭიროება იდგეს. ბიზნეს ასოციაცია თუ დაფიქრდება, რასაც ამბობს, კარგი იქნება, რადგან ბიზნესასოციაციაში გაწევრიანებული არიან სამშენებლო კომპანიებიც, რომლებიც იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამით სარგებლობენ. თუკი საშემოსავლო გადასახადის გადავადებაზე მიდგა საქმე, საინტერესოა, ეს ცვლილება დეველოპერებსაც უნდა შეეხოს? ბიზნეეს ასოციაციის მხრიდან მსგავსი არგუმენტი ჯერჯერობით არ მომისმენია. ამ დროს, რამდენადაც ვიცი, სესხების სუბსიდირებამ დარგი წაახალისა, გაყიდვები ნამდვილად გააქტიურა, როგორც ამას დეველოპერები აცხადებენ, ყოველ შემთხვევაში, ნეგატიური გამოხმაურება არ ყოფილა", - აცხადებს აკაკი ჩარგეიშვილი report.ge-თან.

იურისტის განცხადებით, თუკი მთავრობა მორიგი შეღავათის დაწესებას გადაწყვეტს, შეიძლება ეს შეეხოს მრავალშვილიან ოჯახებს, შშმ პირებს, მაღალმთიან რეგიონებში კი ისედაც გარკვეული შეღავათებია და შეიძლება კიდევ მოხდეს გადავადება, ასევე აგროსექტორში დასაქმებულებისთვის. 

,,ძალიან ბევრი დარგია, სადაც შეღავათი აუცილებელია, თუ მასიურად ყველას შეეხება, ძალიან გაუჭირდება ბიუჯეტს, განსაკუთრებით შემოსულობების ნაწილში, მაგრამ თუ ვეხმარებით ბიზნესს, ეს უნდა იყოს გეგმაზომიერი და ვადებში გაწერილი პროცესი", - დასძენს ჩარგეიშვილი.  

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საშემოსავლო გადასახადის კიდევ 6 თვით გადავადების თხოვნით მთავრობას უახლოეს მომავალში მიმართავს. ასოციაციაში ფიქრობენ, რომ შეღავათები უნდა გაგრძელდეს ქონების გადასახადის ნაწილშიც. ასოციაციის განმარტებით, კორონავირუსის გამო შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, კერძო სექტორი ამ დრომდე რთულ ვითარებაში იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system