თავში

რა შეცვალა რეგიონში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თანამშრომლობამ

რა შეცვალა რეგიონში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თანამშრომლობამ
რა შეცვალა რეგიონში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თანამშრომლობამ

აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობამ შედეგი გამოიღო რეგიონის პოზიციონირებაში, - ამის შესახებ  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა "ელჩების კონფერენცია 2019-ზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზალკალიანის აზრით, წლის განმავლობაში დიდ ყურადღება დაეთმო რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას, რა კუთხითაც ძალზედ მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტები აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში და უკრაინაში; ასევე დაგეგმილ აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ მინისტერიალს.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სამი მეზობელი ქვეყნის (აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის) თანამშრომლობამ ეს სამივე ქვეყანა სატრანზიტო დერეფნის უმთავრეს ენერგეტიკულ ქვეყნებად აქცია.

”წლის აღსანიშნავი მოვლენა იყო ბუნებრივი აირის ტრანს-ანატოლიური მილსადენის პროექტის, TANAP-ის ოფიციალური გახსნა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპისა და თურქეთის ბუნებრივი აირის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას, ხოლო აღნიშნული აძლევს საქართველოს შესაძლებლობას მიიღოს როგორც პრაქტიკული სარგებელი ბუნებრივი აირის სახით, ასევე შეიძინოს დამატებითი დატვირთვა, როგორც სატრანზიტო ქვეყანამ,“ -განაცხადა მინისტრმა.

ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის მიერ ბუქარესტში გაფორმებულ ერთობლივ დეკლარაციას კასპია - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე და წარმატებით ჩატარებული „თბილისის აბრეშუმის გზის“ მესამე ფორუმს. 

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, TANAP- ის გაზსადენის პირველი ფაზა (ფაზა-0) ამოქმედდა 2018 წლის 12 ივნისს, თურქეთის პროვინციაში ესკიშეჰირში, და 2018 წლის ივნისის ბოლოდან დაიწყო თურქეთის კომერციული გაზით მომარაგება.

2019 წლის ოქტომბრის ბოლოს TANAP- ის გავლით თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის მოცულობამ მიაღწია 3.08 მილიარდ კუბურ მეტრს.

TANAP მილსადენის საწყისი გამტარუნარიანობა, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის მთავარი სეგმენტია, წელიწადში 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზს შეადგენს. 

დაახლოებით ექვსი მილიარდი კუბური მეტრი გადაეცემა თურქეთს, ხოლო დანარჩენი ევროპას.

TANAP– ის აქციონერების წილის განაწილება შემდეგია: სამხრეთ გაზის დერეფანი CJSC - 51 პროცენტი, SOCAR Turkey Enerji - შვიდი პროცენტი, Botas - 30 პროცენტი, BP - 12 პროცენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system