თავში

რა შეუწყობს ხელს ეკონომიკის სტაბილურობას

რა შეუწყობს ხელს ეკონომიკის სტაბილურობას
რა შეუწყობს ხელს ეკონომიკის სტაბილურობას

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომისტი სანდრო თვალჭრელიძე ფიქრობს, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია, თუ შიდა პოლიტიკური დაძაბულობა დროულად დასრულდება და ლარი გამყარების დინამიკას მეტნაკლებად შეინარჩუნებს. მისი თქმით, ამ ორი ფაქტორის გამოსწორება ქართული ეკონომიკისთვის შედეგიანი იქნება და შეიძლება პოზიტიური პროცესი წლის ბოლომდეც დაიწყოს.

,,ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ სიტუაციის დალაგება ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს. ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვსაუბრობდით, რომ რეგიონში ომია, მაგრამ შესაძლებელი გახდა და სომარი დაპირისპირება შეჩერდა. მიმაჩნია, რომ ყარაბაღის ომი ძალიან კარგი გზავნილია ცხინვალისა და სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციებისთვის. რადიკალური პოზიცია, რომ მტერთან საუბარი არ შეიძლება, არის არასწორი შეხედულება. პოლიტიკური დაძაბულობა თუ მოიხსნება, შედეგს ეკონომიკა უსათუოდ იგრძნობს. საზოგადოებრივი და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს და აბსოლუტურად ყველაფერზე ნეგატიურად იმოქმედებს, განსაკუთრებით  სავალუტო გაცვლით კურსზე. როგორც კი ოპოზიციამ დემარში დაიწყო, ლარის კურსი ძალიან შეიცვალა და უცებ გაუფასურდა. ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ სიტუაციის დალაგება ეკონომიკის განვითარებას ხელს ნამდვილად შეუწყობს. მით უმეტეს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დამაიმედებელია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დადებითი დინამიკა შევინარჩუნოთ", - აღნიშნავს სანდრო თვალჭრელიძე.

მისი თქმით,  საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ეროვნულ ვალუტასთან ერთად, ბიზნესსექტორს დაეხმარება. ასეთ შემთხვევაში, როგორც მეცნიერი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია არჩევნების შემდეგ გაუფასურებული ლარი გამყარდეს და, ამ ვითარებაში, რაც შეიძლება ყველაზე დაბალ ნიშნულზე დასტაბილურდეს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისის პროგნოზით, ეკონომიკის ზრდა მომავალ წელს განახლდება და 4.3 პროცენტს მიაღწევს.

სსფ-ის მისიის შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში, საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება დაახლოებით, 5.3%-ით, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system