თავში

რა წაახალისებს ინვესტიციებს პანდემიურ პერიოდში

რა წაახალისებს ინვესტიციებს პანდემიურ პერიოდში
რა წაახალისებს ინვესტიციებს პანდემიურ პერიოდში

ზედიზედ რამდენიმე თვეა, ინვესტიციებთან დაკავშირებით თითქმის არაფერი იცვლება. პანდემიის გამო კაპიტალის ხარჯვას ყველა ინვცესტორი გაურბის. ერთადერთი, რამაც შეიძლება უცხოური ინვესტიციები წაახალისოს, აკადემიკოს ავთო სილაგაძის აზრით, საგადასახადო შეღავათებია, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა ჯერჯერობით მან ინვესტორები ვერ წაახალისა.

,,პანდემიაა მთელ მსოფლიოში და ასეთ დროს ყველგან ინვესტიციების შიმშილია მოსალოდნელი. ცხადია, covid-19-ის პირობებში შემცირდება. ყველა ქვეყანა ერიდება კაპიტალის ჩადებას. ჩვენს შმთხვევაში, ამ პროცესს პოლიტიკას ნაკლებად დავუკავშირებდი. ეს ფაქტორი ნაკლებს როლს თამაშობს იმასთან შედარებით, რაც პანდემიის გამო მსოფლო ეკონომიკამ და მათ შორის, საქართველომ განიცადა. ასეთ სიტუაციაში, როგორი გარემოც არ უნდა იყოს, ინვესტიციები შეფერხდება. ეკონომიკა ფაქტობრივად გაჩერებულია და ამ პირობებში ძალიან ძნელია, რაიმე უკეთესობისკენ შეიცვალოს, სანამ ეს პროცესი არ დასრულდება. კაპიტალის დაბანდება ბიზნესში დასაქმებული ადამიანების მდგომარეობაზე, მათ შემოსავლებზეა დამოკიდებული. ასეთ დროს ერც ერთი ინვესტორი ვერ მიღებს მოგებას, რადიკალური გარდაქმნის მოხდენა შეუძლებელია. თუმცა შეგვიძლია წავახალისოთ, მაგალითად, სხვა თანაბარ პირობებში, ნაკლები დანახარჯით, მაღალი მოგების უზრუნველყოფის შემთხვევაში, ინვესტორს სტიმული მივცეთ. ადგილზე სამუშაო ძალა გაცილებით იაფი ჯდება, გადასახადების შემცირებით და მსგავსი ღონისძიებების გატარებით კი შესაძლებელია, რომ ინვესტორი მოვიზიდოთ", - ამბობს ავთო სილაგაძე.

აღსანიშნავია, რომ ინვესტიციებთან დაკავშირებით პრობლემას მცირე და საშუალო ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს. მისი შეფასებით, ცალკე რეგიონის კონფლიქტი, ცალკეც - შიდა არასტაბილური პოლიტიკური პროცესები, პირდაპირაა კავშირში საქართველოს ეკონომიკის კიდევ უფრო გაუარესებასთან.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ გასულ თვეში მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია განაახლა. ახალ საინვესტიციო პოლიტიკაზე ხელისუფლების ეკონომიკურმა გუნდმა მსოფლიო ბანკთან და IFC-სთან ერთად იმუშავა. განაახლებული სტრატეგია მიზნად ისახავს კონკრეტული დარგების პოპულარიზაციას, 400-ზე მეტ კომპანიასთან კომუნიკაციაზე გასვლას და მათთვის მიმზიდველი საინვესტიციო გარემოსა და პირობების, ასევე გარკვეული შეღავათების შეთავაზებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system