თავში

რა უჯდება ფერმერს სასაკლაოების მომსახურება

რა უჯდება ფერმერს სასაკლაოების მომსახურება
რა უჯდება ფერმერს სასაკლაოების მომსახურება

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის III კვარტლის განმავლობაში სასაკლაოები მოემსახურა 6.8 ათას პირს, საიდანაც 35.9 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. 

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 26.6 ლარი, ცხვრის ან თხის - 10.6 ლარი, ხოლო ღორის - 25.0 ლარი.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წლის III კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 77.1 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 35.5 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 64.5 პროცენტიწვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 236.4 ათასი ერთეულით განისაზღვრა. 

დროის ამავე მონაკვეთში საქართველოში მოქმედ 99  სასაკლაოში 10 224.1 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 29.2 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 46.8 პროცენტი - ფრინველის, 23.2 პროცენტი - ღორის, 0.6 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

ცნობისთვის საქართველოში  შარშან 106 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა.  2020 წლის II კვარტალში საქართველოში კი მუშაობდა 84 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო.  გამოდის, რომ ერთ წელიწადში 7 სასაკლაო დაიხურა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system