თავში

რა უშლის ხელს ბოსტნეული კულტურების წარმოებას მთაში

რა უშლის ხელს ბოსტნეული კულტურების წარმოებას მთაში
რა უშლის ხელს ბოსტნეული კულტურების წარმოებას მთაში

ბოლო რამდენიმე წელია, ბოსტნეული კულტურების მიმართ მთის რეგიონის მცხოვრებლები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ. ყაზბეგში მცხოვრებლების ინფორმაციით, თუკი აქამდე აქცენტი ძირითადად კარტოფილზე კეთდებოდა, შარშან ადგილობრივები სალათის ფოთლების, ყვავილოვანი კომბოსტოსა და ბროკოლის წარმოებითაც დაინტერესდნენ და მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. წელს, იმის გამო, რომ ტურისტების დეფიციტია, ყვავილოვანი კომბოსტოს და ბროკოლი ნაკლები დაითესა. ყაზბეგის ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელის კახი ჯანყურაშვილის თქმით, რეალიზაციის შიშით, ნაკლები ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო დაითესა.

,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 140 ჰა მიწა დამუშავდა, რომლის 99% მთლიანად კარტოფილის კულტურას დაეთმო. მცირე რაოდენობით დაიტესა ბადრიჯანი, ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო. ძირითადად კარტოფილია მოწინავე კულტურა რეგიონში. სხვა კულტურები წელს ნაკლები რაოდენობითაა, რაც რეალიზაციის პრობლემამ განაპირობა. შარშანდელი მოსავალი მთლიანად ტურისტებზე გაიყიდა. დარგის ჩავარდნამ მოსახლეობა ნეგატიურად განაწყო, რეალიზაციის საფრთხე დაინახეს. მიუხედავად იმისა, რომ სამომხმარებლო ბაზარზე სალათს ფოთლებსა და ბროკოლზე მოთხოვნა იყო, მიწოდების პრობლემა შეიქმნა დაბალი წარმოების გამო. გარდა ამისა, იაფი იმპორტი ქართული წარმოების მტერია. ჩვენს პროდუქტს ხშირად შემოტანილ პროდუქციასთან კონკურენცია უჭირს და ესეც ხელის შემშლელია. წელს როგორც კარტოფილი, ასეევე სალათის ფოთოლი 1800 კილოგრამამდე მოვიწიე, ბოსტნეული 1000 კვ/მ ფართობზე დავთესე. მინი სამაცივრე საწყობი მაქვს და შემიძლია მთელი მოსავალი უსაფრთხოდ შევინახო მთელი სეზონის განმავლობაში. მომავალ წელს ბროკოლის ხაზსაც დავამატებ. რესურსი ამისთვის მთელ რეგიონშია და ხალხიც მეტს შეეცდება, რომ წარმოების ტემპი გაიზარდოს, მთავარია, რეალიზაციის პრობლემა მოგვარდეს", - ამბობს report.ge-თან კახი ჯანყურაშვილი.

რაც შეეხება ექსპორტს, ,,საქსტატის" მონაცემით, საქართველოდან წელს მხოლოდ 165.6 ტონა კომბოსტო და ბროკოლი დაექსპორტდა. ფულად გამოსახულებაში ექსპორტმა 165.6 ათას დოლარი შეადგინა. 0704 სასაქონლო ნიშნით წელს ქვეყანამ კომბოსტო, ბროკოლი, კოლრაბი და საკვებად ვარგისი ანალოგიური ბოსტნეული ექსპორტზე გაყიდა მხოლოს აზერბაიჯანში, სომხეთსა და რუსეთში.

ექსპორტის ყველაზე დიდი წილი აზერბაიჯანში გავიდა. მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან აზერბაიჯანში გავიდა 102.5 ტონა 14.4 ათასი დოლარის ღირებულების კომბოსტო და ბროკოლი. მაჩვენებლი გაზრდილია წლიურ ჭრილში. შარშან აზერბაიჯანში საქართველომ გაყიდა სულ რაღაც 4.0 ათასი დოლარის 11.6 ტონა კომბოსტო, ბროკოლი და კოლრაბი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system