თავში

რა უშლის ხელს ფერმერებს კარტოფილის ექსპორტში

რა უშლის ხელს ფერმერებს კარტოფილის ექსპორტში
რა უშლის ხელს ფერმერებს კარტოფილის ექსპორტში

მართალია, კარტოფილის ექსპორტი დაწინაურდა, თუმცა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბევრი ფერმერია, რომელსაც პროდუქტი ექსპორტზე ვერ გააქვს. ადგილობრივებისამის მიზეზად აზერბაიჯანში ექსპორტის კლებას მიიჩნევენ. მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქეები კარტოფილის შეძენის მიზნით რეგიონში იშვიათად ჩამოდიან. ამიტომ ექსპორტის შესაძლებლობა მცირე მეწარმეებს ნაკლებად აქვთ. ცალკე საკითხია მოსავლის დაბინავება, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის.

,,კარტოფილი ჯერჯერობით ფერმერებს არსად არ გააქვთ. შეიძლება, ეს ამსიური პრობლემა არ არის, მაგრამ არაინ ადამიანები, რომლებიც მოსავალს ვერ ყიდიან.  ამას ხელს უშლის გარემოება, რომ გადამყიდველებიც არ ჩამოდიან და ფაქტობრივად შეჩერდა გაყიდვები. ამ ეტაპზე მოსავალი გადარჩეულია, ვის როგორც შეუძლია, დაბინავებული, ელოდებიან, რომ გაყიდონ. ირანშიც უნდა გასულიყო, მაგრამ ეს საკითხიც ვერ დაიძრა. ექსპორტზე ჯერ კიდევ პრობლემაა, ამიტომ ხალხს ახლა ადგილობრივ ბაზარზე აქვს ორიენტირი, ელოდებიან ფასს, ჯერ 1 კგ. კარტოფილი 70 თეთრია. წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, მოიმატებს. ამიტომ ცდილობენ, გადაინახონ მოსავალი, რათა მეტი სარგებელი მიიღონ", - ამბობს მახარე მაცუკატოვი report.ge-თან.

მისი თქმით, კარტოფილის მოსავლიანობა რეგიონში, ჰექტარზე საშუალოდ 20-25 ტონაა, რაც კარგი მაჩვენებელია. მით უმეტეს, რომ წლევანდელი მოსავლის ხარისხი საუკეთესოა.

ის, რომ აზერბაიჯანში კარტოფილის ექსპორტი შემცირებულია, ოფიციალურმა სტატისტიკამაც დაადასტურა. ,,საქსტატის მონაცემით, აზერბაიჯანში საქართველოდან წელს ექსპორტზე გატანილია 195.8 ათასი დოლარის 1,122.8 ტონა კარტოფილი. შარშანდელთან შედარებით, მონაცემი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. 2019 წელს საქართველომ აზერბაიჯანში გაყიდული 3,212.3 ტონა ახალი ან შეყინული კარტოფილისგან 573.9 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან 0701 სასაქონლო ნიშნით 2,929.8 ტონა ახალი ან შეყინული კარტოფილი გაიყიდა. კარტოფილის ექპორტის ძირითადი ნაწილი რუსეთსა და აზერბაიჯანში გავიდა.

ჯამში, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან 0701 სასაქონლო ნიშნით 2,929.8 ტონა ახალი ან შეყინული კარტოფილი გაიყიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system