თავში

რა უწყობს ხელს საინვესტიციო კაპიტალის გადინებას

რა უწყობს ხელს საინვესტიციო კაპიტალის გადინებას
რა უწყობს ხელს საინვესტიციო კაპიტალის გადინებას

სპეციალისტების შეფასებით, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე უცხოელი ინვესტორების გააქტიურება და მათ მიერ კაპიტალის გადინება ხელს უწყობს ლარის გაუფასურებას. ამ მხრივ, როგორც საბანკო სფეროს ექსპერტი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი აღნიშნავს, განსაკუთრებით რთულია თებერვალი, როცა ამ თანხის უცხოურ ვალუტაში კონვერტირება და გატანა ხდება, რაც ეროვნული ვალუტისთვის დიდ წნეხს წარმოადგენს.

,,როდესაც უცხოელი ინვესტორები ფასიან ქაღალდებს უცხოეთში ჰყიდიან, ლარზე არანაირად აისახება, რადგან ეს ფული არ შემოდის საქართველოში. ადგილობრივ რეზიდენტებზე გაყიდვის შემთხვევაში კი , ქვეყნიდან გადის. მნიშვნელოვანია, ვინ არის მისი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მყიდველი. როცა ადგილზე ხდება შძენა, ფაქტია, ეროვნულ ვალუტაში ვერ გაიტან ენ, კონვერტირდება დოლარში, რაც ნიშნავს ქვეყნიდან საინვესტიციო კაპიტალის გადინებას. საქართველოსთვის ამას ძალიან ნეგატიური გავლენა აქვს, რადგან ეკონომიკური აქტივობა ისედაც მცირდება და არ არის კარგი, რომ ინვესტორს კაპიტალი ქვეყნიდან გააქვს. ცხადია, რომ ამით საბოლოოდ სახელმწიფო ზარალდება, ამიტომ ბევრად უკეთესი იქნება, ეკონომიკაში ჩაიდოს ფული, პროექტების პროპაგანდა, შეთავაზება უნდა მოხდეს ინვცესტორებისთვის, რის მაგივრადაც ადგილი აქვს სპეკულაციურ გარიგებებს ფინანსურ ბაზრებზე, რითაც აძლიერებენ ლარზე ზეწოლას. სანამ ამ პროცესების ტყვეობაშია ლარი, სტაბილურობაზე ფიქრიც ზედმეტია. ცხადია, სანამ მთავრობა ზომებს არ მიიღებს, კაპიტალი კიდევ  გავა და ლარიც მეტად გაუფასურდება, ამიტომ ასეთი საინვესტიციო აქტივობა უნდა შემცირდეს, ისედაც დიდ გასაჭირში ვართ, ეკონომიკა ნელ-ნელა იშლება და ყველა ზომა ლარის გამყარებისკენ უნდა იყოს მიმართული, თუმცა, სამწუხაროდ, მთავრობაც და ეროვნული ბანკიც შეცდომას უშვებენ", - ამბობს თოქმაზიშვილი და დასძენს, რომ ლარის მორიგ გაუფასურებას თებერვლიდან ელის. ეს ის პერიოდია, როცა სახელმწიფოსგან მიღებული ფასიანი ქაღალდების თანხას არარეზიდენტი უცხოური ფირმები აკონვერტირებენ დოლარში და მაღალი სარგებლით გააქვთ ქვეყნიდან.

შეგახსენებთ, რომ უცხოელი ინვესტორების საკუთრებაში 2020 წლის დეკემბრისთვის 657.6 მილიონი ლარის მოცულობის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები იყო, რაც ნოემბერთან შედარებით - 45 მილიონი ლარით მეტი, ხოლო 2019 წლის დეკემბერთან შედარებით 277 მილიონი ლარით ანუ 72%-ით მეტი იყო. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ანგარიშშია აღნიშნული.

2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოცულობა 5.8 მილიარდ ლარს შეადგენდა. ამ ვალდებულებების 11.3% უცხოელი ინვესტორების საკუთრებაშია. 

ცნობისთვის, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები მთავრობის მიერ გამოშვებულ სახაზინო ობლიგაციებსა და სახაზინო ვალდებულებებს წარმოადგენს. მათი მეშვეობით საქართველოს მთავრობა შიდა ვალს იღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system