თავში

რაჭაში მოსახლეობას მოძრავი სასურსათო მაღაზიები ემსახურება

რაჭაში მოსახლეობას მოძრავი სასურსათო მაღაზიები ემსახურება
რაჭაში მოსახლეობას მოძრავი სასურსათო მაღაზიები ემსახურება

რაჭაში სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას მოძრავი სასურსათო მაღაზიები ემსახურება. 

პროდუქციის ტრანსპორტირება გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების დახმარებით ხდება. 

ამ დროისთვის უკვე აღდგენილია რეგულარული ფრენაც.

რაჭაში სრულად არის აღდგენილი ელექტროენერგიის მიწოდება. რამდენიმე სოფელთან გახსნილია დროებითი დამაკავშირებელი გზები.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის თქმით, სტიქიით დაზარალებული სოფლებიდან 500-მდე მოქალაქეა გამოყვანილი, მათ შორის არიან როგორც მუდმივი მცხოვრებლები, ასევე დამსვენებლები. მოსახლეობისთვის ხდება მედიკამენტებისა და სურსათის მიწოდება. დღეს უკვე გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში მიდის სასურსათო მაღაზია და ასევე საჭიროებისამებრ გამოჰყავთ მოქალაქეები.

რაჭის მასშტაბური სტიქიის შემდეგ შვიდი დღე გავიდა. ღვარცოფმა რაჭაში ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა, დაზიანდა ცენტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთი. ზარალი დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system