თავში

რაჭის რეგიონში რთველი იწყება

რაჭის რეგიონში რთველი იწყება
რაჭის რეგიონში რთველი იწყება

კახეთის რეგიონის შემდეგ, რთველი რაჭაში იწყება. საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა ამბროლაურში მოეწყო.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა მევენახეებსა და ღვინის მწარმოებლებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით,  რაჭის რეგიონში წელს ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის 1500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. როგორც რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ლევან მეხუზლამ განაცხადა, ამბროლაურში განთავსებულ შტაბში სრულად მობილიზებულიაადამიანური და ტექნიკური რესურსი, რათა ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. რაჭის მევენახეებიყურძნის კრეფას გამოდარებისთანავე დაიწყებენ.


ამბროლაურში, მევენახეებთან გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში არჩილ ჯაფარიძე, ადგილობრივი ხელისუფლების და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.


კახეთში რთველი უკვე დასკვნით ეტაპზეა. 9 ოქტომბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 263 ათას ტონამდე ყურძენი, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system