თავში

რამ ფაქტორმა განსაზღვრა უმუშევრობის დონე

რამ ფაქტორმა განსაზღვრა უმუშევრობის დონე
რამ ფაქტორმა განსაზღვრა უმუშევრობის დონე

აკადემიკოს ავთო სილაგაძის განცხადებით, უმუშევრობის მაჩვენებლებში გაანგარიშებულია ძირითადად ის მოქალაქეები, რომლებიც სამუშაოს ეძებენ. ფაქტობრივად ამან განსაზღვრა, რომ უმუშევრობის დონე სინამდვილეში დიდი სხვაობით არ შემცირებულა და 12%-საც ვერ აღწევს. სილაგაძის თქმით, სინამდვილეში ეს მაჩვენებელი შეიძლება 4-ჯერ მეტიც იყოს, რადგან ეპიდემიურ პერიოდში ათეულ ათასმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო და მათგან დიდი ნაწილი ოფიციალურ სტატისტიკაში ვერ მოხვდა.

,,უმუშევრობის დონე გაიზრდებოდა, ეს სრულიად ცხადია, მაგრამ რამდენად რეალურია, რომ ასეთი დაბალი მაჩვენებლით მოიმატა, ეჭვს ნამდვილად იწვევს. სტატისტიკა ყვეა ასეთ ადამიანს რომ ითვლიდეს, გაცილებით სხვა მდგომარეობა გვექნებოდა ციფრებში. მით უმეტეს წინა წლის მესამე ეკვარტალთან შედარებით, როცა პანდემია ოფიციალურად დაფიქსირებული არ იყო და არსებითი გავლენა არ ყოფილი. ამიტომ, ჩემი ღრმა რწმენით, გაცილებით მეტად გაიზარდა უმუშევრობის დონე. ვფიქრობ, აქ თუ არის ნაჩვენებეი, 0,5 %, ზრდა 4-ჯერ მეტი იქნება. ამაზე გავლენას ახდენს ერთი ფაქტორი: ადამიანები, რომლებიც ეძებენ სამსახურს, ისინი უმუშევრების მაჩვენებელში იანგარიშებიან. მათი დასაქმების პერსპექტივა ჯერჯერობით განწირულია. ვინც არ ეძებს სამუშაოს, პრაქტიკულად არ განიხილებიან, ასეთი კი საკმაოდ ბევრია, მაგრამ არ რეგისტრირდებიან, არ ეძებენ სამსახურს ნეგატიური მოლოდინის გამო", - აცხადებს აკადემიკოსი.

რაც შეეხება ქალაქად და სოფლად დასაქმებულთა შორის უმუშევრობის დონის მაჩვენებლებს, ავთო სილაგაძის ტქმით, ძირითადად თვითდასაქმებულთა და დაქირავებით დასაქმებულტა ტანაფარდობით არის განპირობებული.

,,სოფლად დასაქმებულთა რაოდენობაში უმნიშვნელო ცვლილებაა. ეს გამოწვეულია იმით, რომ სეზონური სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებული და ეპიდემია ამ მხრივ  დიდ გავლენას ვერ მოახდენდა. ჩვენ თუ ვამბობთ, სოფლად შეინარჩუნეს, მხოლოდ იმის გამო, რომ ფორმალურად იყვნენ დასაქმებული და ახლაც ასეა, თვითდასაქმებულიც დასაქმებულია და ამ მხრივ სხვაობა სტატისტიკურად დიდ გავლენას ვერ მოახდენს", - აღნიშნავს სილაგაძე.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემებით, 2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0,7%-ით გაიზარდა და 11,9% შეადგინა.

დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 1,9%-ით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1,8%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 2,3%-ით. გარდა ამისა,  III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში გაზრდილია 2,2%-ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში შემცირებულია 0,8%-ით.

2020 წლის III კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 49,5%-ს შეადგენდა, რაც 1,1%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system