თავში

რამ განაპირობა სარეზერვო ფულის შემცირება

რამ განაპირობა სარეზერვო ფულის შემცირება
რამ განაპირობა სარეზერვო ფულის შემცირება

სარეზერვო ფულის მოცულობა მცირდება, თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ნეგატიურ ტენდენციას არ აქვს ადგილი და რესურსი ძირითადად საბანკო სექტორის მდგრადობის შენარჩუნებას ხმარდება. ამის შესახებ report.ge-თან საბანკო სფეროს სპეციალისტმა, პროფესორმა ლია ელიავამ განაცხადა. მისი შეფასებით, სარეზერვო ფულის კლება საგანგაშო მაჩვენებელზე არ არის, თუმცა ტენდენცია საყურადღებოა.

,,სარეზერვო ფული, ეს არის ეროვნული ბანკის მიერ მართული მაჩვენებელი, რომლითაც ის ცდილობს, რომ შეამციროს ან გაზარდოს ფულის მასა ეკონომიკაში. ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით დადებითი ან უარყოფითი მიმართულებით ტენდენცია გამოკვეთილი არ არის. როგორც ცნობილია, სებ-მა მიიღო ძალიან ბევრი საშეღავათო ზომები, რათა კომერციული ბანკები ამ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას არ გაეკოტრებინადა და შეღავათი გაუწია, მათ შორის, გაუხსნა რეზერვები ანუ მისცა საშუალება, რომ ეროვნულ ბანკში აკუმულირებული რესურსი გაეხარჯათ  საკრედიტო საქმიანობაში. ეს არის საბანკო სექტორის მდგრადობისთვის გადადგმული ნაბიჯი და ამ შემთხვევაში კრიტიკული მნიშვნელობა ამ საკითხს არ გააჩნია. დღესდღეობით საბანკო სექტორის გარდა, სხვა ეკონომიკური სუბიექტების ფინანსური მდგომარეობა შერყეულია, რაც არის განპირობებული ეკონომიკაში შექმნილი  ღრმა კრიზისით, ამიტომ ზომები მიღებულია საბანკო სექტორის გადარჩენის, მათი ფინანსური მდგრადობის შესანარჩუნებლად", - აცხადებს ელიავა.

2020 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მოცულობა 75.5 მლნ ლარით (1.5 პროცენტით) შემცირდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 4.9 მლრდ ლარი შეადგინა.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) ოქტომბრის „თვის მიმოხილვაში".

დოკუმენტის მიხედვით, საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით, მონეტარული ბაზა 80.3 მლნ ლარით (1.6 პროცენტით) გაიზარდა. პერიოდის ბოლოსათვის სარეზერვო ფულის წლიური ზრდის ტემპი 8.9 პროცენტს გაუტოლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system