თავში

რამ შეუწყო ხელი ფინანსური სექტორის მდგრადობას

რამ შეუწყო ხელი ფინანსური სექტორის მდგრადობას
რამ შეუწყო ხელი ფინანსური სექტორის მდგრადობას

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, როგორც კრიზისამდე, ასევე კრიზისის პერიოდში, ეროვნული ბანკის ქმედებები იყო ადეკვატური და ამას ადასტურებს არაერთი ფინანსური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასება.

საქართველოს პირველი ბანკირის თქმით, კრიზისამდე პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი კაპიტალის მოთხოვნები დაწესდა, რამაც ძალიან კარგი ბუფერები შექმნა ბანკებისთვის სტრესულ სიტუაციასთან გასამკლავებლად; მისივე თქმით, მდგრადია აქტივების ხარისხი იქიდან გამომდინარე, რომ შემოღებულია პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაცია და ბევრი რამ გაკეთდა სესხების დოლარიზაციის შემცირებისთვის. 

მისივე თქმით, ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რუგულაციამ თავის დროზე ბევრი კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა ფაქტია, რომ ამ ღონისძიებების და დედოლარიზაციის გარეშე, დღეს ფინანსური სექტორი ვერ შეძლებდა სირთულეებთან გამკლავებას.

“ძალიან რთულია, რომ მაშინ, როცა კრიზისი მოხდება, ფინანსურ სექტორში გაკეთდეს რაიმე კარგი, რომელიც გადაარჩენს ამ სიტუაციას. როგორც კრიზისამდე, ასევე კრიზისის კონტექსტში, ეროვნული ბანკის ქმედებები იყო ადეკვატური და ამას არაერთი ფინანსური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს. რომ არა ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები, დღეს გვეყოლებოდა მსესხებლები, რომლებსაც ექნებოდათ ვალის ტვირთი, რომელთა მომსახურეობა საერთოდ შეუძლებელი გახდებოდა და ეს უკვე ფინანსურ სტაბილურობას შეუქმნიდა რისკს. აქედან გამომდინარე, ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც იყო მიღებული ეროვნული ბანკის მიერ, იყო აბსოლუტურად დროული, აბსოლუტურად სწორი და მის გარეშე დღევანდელ კრიზისს ელემენტარულად ვერ გავუმკლავდებოდით“, - აღნიშნავს სებ-ის პრეზიდენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system