თავში

რა შედეგები მოიტანა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შემოღებამ

რა შედეგები მოიტანა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შემოღებამ
რა შედეგები მოიტანა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შემოღებამ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შედეგები დადებითად შეაფასა. კობა გვენეტაძის განმარტებით, ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რუგულაციამ თავის დროზე ბევრი კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა ფაქტია, რომ ამ ღონისძიებების და დედოლარიზაციის გარეშე, დღეს ფინანსური სექტორი ვერ შეძლებდა სირთულეებთან გამკლავებას.

მისივე თქმით, რეფორმები პოპულისტური ნაბიჯებით არასდროს ხორციელდება და სხვადასხვა გადაწყვეტილბებს შეიძლება კრიტიკული შეფასებები მოსდევდეს.

ქვეყნის პირველი ბანკირის განმარტებით, რომ არა სებ-ის გაბედული ნაბიჯები დღეს ქვეყანას ჭარბად ეყოლებოდა მსესხებლები, რომლებსაც ექნებოდათ ვალის ტვირთი, რომელთა მომსახურეობა საერთოდ შეუძლებელი გახდებოდა და ეს უკვე ფინანსურ სტაბილურობას შეუქმნიდა რისკს. 

„ ამ არაპოპულარული ნაბიჯებით დღეს მოვახერხეთ ის, რომ კრიზისს ფინანსური სექტორი უმკლავდება კარგად, ის ეხმარება დღეს ამ კრიზისიდან გამოსვლას და კიდევ უფრო მეტ წვლილს შეიტანს ეკონომიკის გაჯანსაღებაში“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, პასუხისმგებლიანმა დაკრედიტებამ მშპ-ს ზრდის ტემპი დააჩქარა. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს ამოქმედებამ შეამცირა მაღალი საკრედიტო ტვირთის მქონე სესხები.

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო 2019 წლის იანვარში ამოქმედდა და მისი შემოღების მთავარი მიზანი იყო ჭარბვალიანობის ზრდის შეზღუდვა ფიზიკური პირებისთვის.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 17 მარტს „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში შეიტანილი ცვლილებებით, ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემა გაამარტივა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system