თავში

რამდენად არაჯანსაღია კრიტიკა 2021 წლის ბიუჯეტის მიმართ

რამდენად არაჯანსაღია კრიტიკა 2021 წლის ბიუჯეტის მიმართ
რამდენად არაჯანსაღია კრიტიკა 2021 წლის ბიუჯეტის მიმართ

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი ქვეყნის საჭიროებებზე, პანდემიისგან გამოწვეული პრობლემის მოგვარებაზეა ორიენტირებული და მის მიმართ კრიტიკა ნაკლებად მისაღებია. გარდა ამისა, როგორც არჩვაძე განმარტავს, 2021 წელს საქართველოს მოუწევს ბიუჯეტიდან იმდენი სახსრების გამოყოფა საგარეო ვალების მომსახურებაზე, რამდენსაც შეადგენდა ბიუჯეტის მთელი შემოსავლები 2005 წელს და მხოლოდ საგადასახადო შემოსავლები - 2006 წელს. აქედან გამომდინარე, როგორც სტატისტიკოსი აღნიშნავს, მთელი რესურსი ფაქტობრივად, ვალის მომსახურებაზე მიიმართება.  შესაბამისად, დიდი სახსრების მობილიზაციაა საჭირო, რაც შიდა გამოყენების პოტენციალს ამცირებს.

,,ურთულესი გამოწვევების წინაშეა ქვეყანა. ასეთ დროს ბიუჯეტის მიმართ კრიტიკა მე მაგონებს შემკვეთს, რომელიც ავტომობილის დიზაინერს სთხოვს, რომ გარედან  რაც შეიძლება მცირე ზომის იყოს ავტოომობილი და შიგნით დიდი ზომის სალონი დამონტაჟდეს. ასეთი რამ ფაქტობრივად შეუძლებელია! ამიტომ, ჩვენ თუ გვინდა მოსახლეობის მოთხოვნილებები ელემენტარულ დონეზე მაინც დაკმაყოფილდეს, სოციალური ხარჯის გაზრდა მოგვიწევს. ისედაც, პანდემიის გარეშეც, ამჟამინდელი ხელისუფლების დროს, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, 2012 წელს, სოციალური ხარჯი თავისი ყველა ასპექტით, 1,5-ჯერ გაიზარდა - 32%-დან 48%-მდე. პანდემიამ სოციალური ხარჯი კიდევ უფრო გაზარდა და მოითხოვა დამატებითი რესურსების მობილიზაცია. ბიუჯეტის შემოსავლები შემცირდა და ხარჯი გაიზარდა ანუ საბიუჯეტო მაკრატელი წარმოიქმნა, ამის დაბალანსება, დროებითი მაინც, სესხების აღებას მოითხოვდა. სახელმწიფო არ არის ილუზიონისტი, რომ საიდანმე მოეტანა ფული, სხვანაირად მოევლო ამ პრობლემისთვის, ეს წარმოუდგენელია. ახლა გვჭირდება ამ რესურსების მიზნობრივი, რაციონალური და გამჭვირვალე, ტრანსფარენტული გამოყენება.  ამ სამ კომპონენტს თუ დავიცავთ,  მოზიდული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით, მაქსიმალური ეფექტის მიღწევას შევძლებთ", - განმარტავს report.ge-თან სოსო არჩვაძე.

როგორც ცნობილია, 2021 წლის საქართველოს ბიუჯეტი 18 მილიარდ 400 მილიონამდე ლარით განისაზღვრა, რომელიც 4,3-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.

პროექტის მიხედვით, საბიუჯეტო დეფიციტი 7,6 პროცენტი, ინფლაცია 3 პროცენტი, სახელმწიფო ვალი კი კრიტიკულ ზღვარს 60-ს გადასცდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system