თავში

რამდენად დაძლევადია დემპინგის პრობლემა საქართველოში

რამდენად დაძლევადია დემპინგის პრობლემა საქართველოში
რამდენად დაძლევადია დემპინგის პრობლემა საქართველოში

არაერთი მცდელობის მიუხედავად, დემპინგთან დაკავშირებული საკითხები ისევ მოუგვარებელია. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საკითხი მოგვარება ჯერჯერობით ვერ ხერხდება და ამით ზარალდება როგორც ბიზნესი, ასევე მოსახლოება და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკა. ეკონომისტი რამაზ გერლიანის განცხადებით, მარტო კანონის მიღება ვერაფერს შეცვლის, რადგან საერთო ეკონომიკურო ფონი შესწავლილი არ არის.

 ,,ანტიდემპინგური კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს იმას, რაც ჩანაფიქრშია. დემპინგი მაშინ არის პრობლემა, როდესაც ბაზარი არ არის თავისუფალი, როცა ეს პირობა ირღვევა, მაშინ სუსტდება კონკურენცია, ძლიერდება მონოპოლია, ხოლო კანონის ეფექტი დადებითი არ არის. განსაკუთრებით რთულად არის საქმე, როცა დემპინგი ეხება  სავაჭრო პარტნიორებს უცხოეთში. ამ შემთხვევაში სინამდვილეში ადგილი აქვს თუ არა დამპინგს, ამას სჭირდება სპეციალისტების და ექსპერტების უზარმაზარი არმია, რომ შეისწავლო რა მდგომარეობაა პარტნიორი ქვეყნების ბაზრებზე. ამ მხრივაც ვეჯახებით კომერციულ საიდუმლობებებს, რომელსაც  ვერავინ გაგანდობს. ასეა საქართველოშიც, მიდგომა არის ხისტი და შეიძლება ისეც მოხდეს, რომ კანონი გამოიყენო ბაზრის წინააღმდეგ, რითაც საბოლოოდ მომხმარებელი ზარალდება. მარტო კანონის მიღებით ვერაფერს შევცვლით, საერთო ეკონომიკური ფონი უნდა იქნას საფუძვლიანად შესწავლილი", - ამბობს გერლიანი report.ge-თან. 

დემპინგთან დაკავშირებუილ პრობლემაზე საუბრობს აგრარული სფეროს სპეციალისტი ანზორ მესხიშვილი. მისი თქმით, იმის გამო, რომ პროდუქტი დემპინგურ ფასში შემოდის, ადგილობრივი წარმოება ვეთარდება და მუდმივად იქნება მოსავლიანობასთან დაკავშირებული პრობლემაც.

,,არ შეიძლება არ ითქვას, რომ უკანასკნელ პერიოდში სოფლის მეურნეობას მეტი ყურადღება მიექცა, მაგრამ საკმარისი არ არის. მეტი შეზღუდვა უნდა დაწესდეს იმპორტზე, რადგან სოფლის მეურნეობის პროდუქტების დიდი ნაწილი შემოდის დემპინგურ ფასში, რასაც ქართული სურსათი კონკურენციას ვერ უწევს, მიუხედავად იმისა, რომ დემპინგური პროდუქცია ადგილობრივთან შედარებით დაბალი ხარისხისაა, მაგრამ ფასის მხრივ კონკურენციას ვერ ვუწევთ. სოფლის მეურნეობაში - ფრინველის ხორცის და კვერცხის მწარმოებლები, ასევე ბოსტნეული კულტურების მიმართულებით  აშკარად დიდი პრობლემაა. მეტი ყურადღება და მხარდაჭერა უნდა სოფლის მეურნეობას, ასე შორს ვერ წავალთ", - ამბობს report.ge-თან ანზორ მესხიშვილი.

ცნობისთვის, კვერცხის ქართული წარმოება ზარალზეა. ამის მთავარ მიზეზად სახელდება სწორედ ის გარემოება, რომ ქართველ მწარმოებლებს დემპინგთან გამკლავება კვლავ უჭირთ. საქართველოში 2020 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 645.3 მილიონი ცალი და 2019 წელთან შედარებით 2.4 პროცენტით ნაკლები შეადგინა.

15-16 მაისს, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიცირებით და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის(AA Facility) ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system