თავში

რამდენად პასუხობს რეალობას ციფრებში ასახული ინფლაცია

რამდენად პასუხობს რეალობას ციფრებში ასახული ინფლაცია
რამდენად პასუხობს რეალობას ციფრებში ასახული ინფლაცია

აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასებით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებლთან არათუ მიახლოებული, არამედ გადაჭარბებულიცაა. მისი თქმით, ძნელად დასაჯერებელია, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს 2021 წლის ბოლომდე. ამ ვარაუდით, სილაგაძე ადასტურებს, რომ არ ეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ პერიოდში ინფლაცია 3%-იან მაჩვენებელს მიუახლოვდება.

,,ეკონომიკა დღეს ძალიან ცუდი მოცემულობის წინაშეა. შესაბამისად, საფრთხეშია ყველა ეკონომიკური პარამეტრი, რამაც სტაბილურობას უნდა შეუწყოს ხელი, მათ შორის, ინფლაცია. სამომხმარებლო ფასები, რაც იყო წინა თვეების განმავლობაში და რა იყოს დღეს, აბსოლუტურად განსხვავებულია. ასეთ ფონზე 3% ძალიან შემცირებული მაჩვენებელია და რეალობას არ ასახავს. ეკონომიკას თუ სათანადოდ ვერ განვავითარებთ, 1 წელიწადში, დღეის გადასახედიდან, ეს რთულად მიღწევადია, ამიტომ, ციფრი შეიძლება დავსვათ, მაგრამ რეალობა არ იქნება. მთავარი არ არის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ინფლაცია ვაჩვენოთ, როდესაც თარგეთირებულ მიზნობრივ მონაცემს გადააჭარბებს საშუალო წლიური მაჩვენებელი და ძალიან ხშირად ხდება ეს გადაჭარბება", - აცხადებს აკადემიკოსი.

ავთო სილაგაძის თქმით, ეროვნული ბანკი არსებული მექანიზმით ვერ ახერხებს ინფლაციის მოთოკვას, რაც რიგი ობიექტური, მაგრამ სუიექტური მიზეზითაც არის გამოწვეული.

,,მილიარდობით რეფინანსირების სესხი გაიცემა, რაც ჩემი აზრით, ხელს უწყობს ინფლაციის ზრდას. ასე იყო წინა პერიოდში და ასეა დღესაც. ხელფასი, რომელიც წლების განმავლობაში არ იცვლება, როგორ შეიძლება ერთი და იგივე მსყიდვითი უნარით ხასიათდებოდეს?!  ძალიან რთულადაა საქმე, ინფლაცია უკავშირდება მოსახლეობის ფართო მასების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას და რაც მეტხანს გაგრძელდება ეს პროცესი, ინფლაცია გაიზრდება და კიდევ მეტი ადამიანი მოხვდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და მეტი ადამიანი მოითხოვს დახმარებას. სერიოზული გამოწვევის წინაშეა ქვეყანა, ამიტომ მთავრობას აქვს გაცილებით რთული სამუშაო გასაწევი, მით უმეტეს პანდემიური პროცესია და ამის ფონზე მდგომარეობა მუდმივად უარესდება, რასაც ჯერჯერობით ვერაფერს ვუპირისპირებთ", - აცხადებს report.ge-თან ავთო სილაგაძე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, როგორც აღვნიშნეთ, ინფლაცია სამიზნე 3-პროცენტიან მაჩვენებელს 2021 წლის ბოლოს მიუახლოვდება. ამასთან, ფონდი მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინითა და დონორების მხარდაჭერით, საშუალოვადიან პერიოდში რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნებასაც პროგნოზირებს.

დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ გაცვლითი კურსზე დაწოლა ინფლაციურ მოლოდინებში გადაიზრდება, ინფლაციური მოლოდინის მოსათოკად შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გახდეს საჭირო.

  

       

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system