თავში

ინფლაცია სამიზნე 3%იან მაჩვენებელს 2021 წლის ბოლოს მიუახლოვდება

ინფლაცია სამიზნე 3%იან მაჩვენებელს 2021 წლის ბოლოს მიუახლოვდება
ინფლაცია სამიზნე 3%იან მაჩვენებელს 2021 წლის ბოლოს მიუახლოვდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) მხარს უჭერს მონეტარული პოლიტიკის ამჟამინდელ მდგომარეობას, რაც მანამ უნდა შენარჩუნდეს, სანამ იმის მკაფიო ნიშნები არ გამოჩნდება, რომ ბოლოხანს ლარის გაუფასურების მიუხედავად, ინფლაცია დაღმავალ ტენდენციას ინარჩუნებს, - ამის შესახებ აღნიშნულია გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულების შემდგომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ გაცვლითი კურსზე დაწოლა ინფლაციურ მოლოდინებში გადაიზრდება, ინფლაციური მოლოდინის მოსათოკად შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გახდეს საჭირო. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ ინფლაცია სამიზნე 3-პროცენტიან მაჩვენებელს 2021 წლის ბოლოს მიუახლოვდება. ამასთან, ფონდი მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინითა და დონორების მხარდაჭერით, საშუალოვადიან პერიოდში რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნებასაც პროგნოზირებს.

"კერძო სექტორის დაკრედიტების ტემპი მაღალი დარჩა, რაც ნაწილობრივ მთავრობის მიერ ლარით გაცემული იპოთეკური სესხების სუბსიდირებამაც წაახალისა. სუსტმა მოთხოვნამ და ეკონომიკის გახსნის შემდგომ მიწოდების აღდგენამ ბოლო პერიოდში ინფლაციაზე დაღმავალი ზეწოლა იქონია", - აღნიშნულია პრესრელიზში.

ინფლაციის შემცირებას პროგნოზირებს ეროვნული ბანკიც. 

ცნობისთვის, 2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.

ოქტომბერში საქართველოში გაძვირებულია თითქმის ყველა ძირითადი მოხმარების პროდუქცია. როგორვ წლიურ ისე თვიურ ჭრილში გაძვირებულია რძე, ყველი,კვერცხი, ზეთი, ბოსტნეული და ბაღჩეული.

საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს სურსათისა და ენერგომატარებლების ფასებს, მცირედით გაიზარდა და 5.4% შეადგინა. სასაქონლო ჯგუფებიდან ყველაზე მეტად გაზრდილია ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების (+9.1% წ/წ). წლიური 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოსა და ჯანდაცვაში. 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით, შემცირებულია ტრანსპორტის (-6.0% წ/წ) და დასვენება-გართობის სერვისების (-2.9% წ/წ) ფასები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system