თავში

სებ-ი ინფლაციის შემცირებას პროგნოზირებს

სებ-ი ინფლაციის შემცირებას პროგნოზირებს
სებ-ი ინფლაციის შემცირებას პროგნოზირებს

ეროვნული ბანკის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება და ის 2021 წელს მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს იქნება.

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

სებ-ის განმარტებით, პანდემიის ფონზე, ვირუსის გავრცელების შეკავების ღონისძიებების გამო, ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების მიწოდების ხარჯების ზრდამ და გაცვლითი კურსის გაუფასურებამ გაზაფხულზე ინფლაციის მაჩვენებლის მატება გამოიწვია, თუმცა, მაისიდან შემცირების ტენდენციაა.

"მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა აპრილში მონეტარული პოლიტიკის შერბილება დაიწყო და პოლიტიკის განაკვეთი აპრილ-სექტემბერში ჯამურად 1.0 პპ-ით შეამცირა. ბოლო თვეებში ფასების დინამიკა ეროვნული ბანკის პროგნოზებს შეესაბამება. წლიური ინფლაცია სექტემბერსა და ოქტომბერში 3.8%მდე შემცირდა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება და ის 2021 წელს მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს იქნება. ინფლაციის მოსალოდნელ დინამიკას, ძირითადად, სუსტი ერთობლივი მოთხოვნა განსაზღვრავს. განსაკუთრებით აღსანიშნავია საგარეო მოთხოვნის კლება. თუმცა კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა გაურკვევლობა, რომელიც ვირუსის გავრცელების დაჩქარებასა და გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ფაქტორების ფონზე," - განმარტავს სებ-ი.

შეგახსენებთ, 2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.

გაძვირებულია თითქმის ყველა ძირითადი მოხმარების პროდუქცია. როგორვ წლიურ ისე თვიურ ჭრილში გაძვირებულია რძე, ყველი,კვერცხი, ზეთი, ბოსტნეული და ბაღჩეული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system