თავში

რამდენად შესაძლებელია გადასახადები შემცირდეს

რამდენად შესაძლებელია გადასახადები შემცირდეს
რამდენად შესაძლებელია გადასახადები შემცირდეს

სპეციალისტები, ასევე ბიზნესის ნაწილი, მთვრობისგან საგადასახადო რეფორმის მომზადებას ითხოვს. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია პაბნდემიისას. მართალია, პანდემიასთან დაკავშირებით გარკვეული გადასახადები დაწესდა, რითაც ბიზნესი სარგებლობს, თუმცა სპეციალისტების მოთხოვნაა, შემცირდეს გადასახადები, მინიმუმ, განახევრდეს. აუდიტორი ირაკლი შავიშვილი report.ge-თან აღნიშნავს, რომ კომპანიები ვერ შეძლებენ კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლას, სანამ გადასახადები, განსაკუთრებით, დღგ, არ შემცირდება და ბიზნესი ამ შეღავათს ვერ იგრძნობს.

,,მთელი საგადასახადო კოდექსი შესაცვლელია, რადგან ბევრი გაუმართლებელი რეგულაცია, რომელიც ბიზნესს დიდ დაბრკოლებას უქმნის. სანამ ეს მდგომარეობა არ შეიცვლება, შედეგამდე ვერ მივალთ. სწრაფი განვითარება თუ გვინდა, აუცილებელია გადასახადების შემცირება და რეგულაციების საერთოდ გაუქმება. ჩემი პოზიციაა, შემცირდეს გადასახადები, მინიმუმ განახევრდეს, როცა დასაქმების დიდი პრობლემაა.  ამით მეწარმეებს ექნებათ შესაძლებლობა, ახალ მოთხოვნებზე აეწყონ. ეპიდემიის გამო ძალიან რთული მდგომარეობაა და მთავრობას თუკი რეალურად სურს, რომ ბიზნესს covid-19-გამოწვეული პრობლემა შეუმსუბუქოს, პირველ რიგში, სწორედ გადასახადების ლიბერალიზაციისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯი, რაც შეიძლება კორონავირუსამდელ სიტუაციაშიც გაკეთებულიყო და კრიზისის პირობებში კი სასიცოცხლოდ აუცილებელი გადაწყვეტილებაა", - აცხადებს აუდიტორი report.ge-თან.

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე აქცენტს დღგ-ს ზღვარის დაწევაზე აკეთებს. მისი თქმით, ამ შეღავათს არაერთი ევროპული ქვეყანა მიმართავს იმისთვის, რომ ბიზნესს პანდემიის ნეგატიური გავლენა შეუმსუბუქდეს.

,,ეპიდემიის გამო დიდი პრობლემაა ქვეყანაში, ამიტომ მთავრობის ღონისძიებები უნდა ეფუძნებოდეს საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას, პირველ რიგში, საგადასახადო კუთხით გარკვეული წნეხის მოხსნას. განსაკუთრებით პრობლემა იკვეთება დღგ-თან დაკავშირებით, რაც გაცილებით მძიმე ტვირთია. კრიზისიდან გამომდინარე, ამ ტიპის გადასახადი ბევრმა ქვეყანამ მოხსნა, ჩვენს შემთხვევაში შემცირდა, თუმცა უფრო გამართლებული იქნება თუკი შღავათს გაახანგძლივებენ. ბიზნესი ახლა არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ფინანსურ ვალდებულებებს გაუმკლავდეს, ამ მიმართულებით მცირე შეღავათსაც კი შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს", - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესი ხელისუფლებას პანდემიის პერიოდზე მორგებულ 1-წლიან საგადასახადო რეფორმა/საშეღავათო პაკეტის მომზადებას სთხოვს. რესტორნებისა და სასტუმროების ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ალავერდაშვილი report.ge-ს უხსნის, რომ ბიზნესისთვის სასოცოცხლოდ მნიშვნელოვანია იცოდეს, რას სთავაზობს მას ხელისუფლება, რა ვალდებულებები თუ შეღავათები უჩნდება მას უახლოეს მოკლე და საშუალოვანიან პერიოდში იმისტვის, რომ გეგმა ააწყოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system