თავში

რამდენად შესრულებადია ეკონომიკური ზრდის პროგნოზი

რამდენად შესრულებადია ეკონომიკური ზრდის პროგნოზი
რამდენად შესრულებადია ეკონომიკური ზრდის პროგნოზი

ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ 4,3%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაზეც ბიუჯეტი დაიგეგმა, ყველაზე ოპტიმისტური გათვლაა. თუმცა, მისვე განმარტებით, თუკი პანდემიის მასშტაბი არ შემცირდება და ეკონომიკური პოლიტიკა სწორად არ გატარდა, ვერც ამ პროგნოზის შესრულება მოხერხდება. გამოსავალს ეკონომისტი შიდა ინვესტიციების ზრდასა და რეალური სექტორის განვითარებაში ხედავს.

,,უაღრესად ნეგატიური პროცესებია საქართველოს ეკონომიკაში და ძალიან ოპტიმისტური ზრდის იმედი ვერ გვექნება. პანდემია ძალას იკრებს და შესაბამისად, შეიძლება კიდევ უფრო ჩაიკეტოს საზღვრები ეკონომიკურ პარტნიორებთან, ეს გარდაუვალია. ანალოგიური მდგოამრეობაა თითქმის ყველგან, ამიტომ ვფიქრობ, რომ წარმოება შემცირდება რუსეთშიც, ყაზახეთშიც, თურქეთშიც და ყველა პარტნიორ ქვეყანაში, ვისთანაც სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები გვაქვს. შესაძლებლობები აქაც წარმოების ტემპის აქაც კიდევ უფრო შემცირდეს და ამის გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება. იმედია, მედიკამენტები გამოჩნდება, სხვა შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება. მნიშვნელოვანია, სწორი ორიენტირი ეკონომიკაში, ამ მხრივ მაინც და მაინც არ მომწონს, რომ ღია ბაზრის პრინციპი გვაქვს აღებული, არასწორად მიმაჩნია. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება თითქმის ყველა ქვეყანასთან გავაფორმეთ, რაც ნიშნავს, რომ ყოველგვარი შეფერხების გარეშე ვუშვებთ პროდუქტს ქართულ ბაზარზე. ამასთან, აუცილებლად, დიდი მონდომებით უნდა იგეგმებოდეს ინვესტიციები რეალურ სექტიორში და სებ-ს ჰქონდეს ვალდებულება, გასცეს რეკომენდაციები ბანკებისთვის, არ შესთავაზონ ბაზარს გრძელვადიანი საბანკიო სესხები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ვერ მოვახერხებთ", - აცხადებს report.ge-თან სოსო სიმონიშვილი.

ცნობილია, რომ 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის 4.3%-იან პროგნოზზე დაიგეგმება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. 

„2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოდნავ შეამცირა, 5%-ს ვვარაუდობდით, თუმცა 4.3%-ზე ჩამოვწიეთ, რაც გამწვავებული პანდემიის ფონზეა მთელს მსოფლიოში. ვაქცინის შესახებ ყოველდღიურად ვრცელდება დამაიმედებელი ინფორმაცია, რაც იმედს გვაძლევს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-იან ნიშნულს დაუბრუნდება, თუმცა მომდევნო წლის ბიუჯეტი 4.3%-ის ფარგლებში დაიგეგმება, იმიტომ, რომ რაც შეიძლება ფრთხილი და მოზომილი უნდა ვიყოთ", - აღნიშნა მან.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მსოფლიოს კვალდაკვალ საქართველოში ეპიდვითარების დამძიმების გამო და ასევე საპრევენციო შეზღუდვების ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მომდევნო წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system