თავში

რამდენად სწორად იმართება საპენსიო ფონდის რესურსი

რამდენად სწორად იმართება საპენსიო ფონდის რესურსი
რამდენად სწორად იმართება საპენსიო ფონდის რესურსი

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საფპნსიო ფონდში აკუმილირებული ფულის გადაცემა კომერციული ბანკებისთვის, სამევახშეო მიზნით, არასწორია. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ანალიტიკოს  ნიკა შენგელიას აზრით, ბევრად უმჯობესი იქნებოდა, ეს რესურსი რეალურ სექტორში ჩაედოთ, განსაკუთრებით ენერგეტიკაში, სადაც სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობდა ხელს და ეკონომიკასაც გააძლიერებდა.

,,მთავრობა უცხოურ ინვესტიციებს დაეძებს ენერგეტიკაში, ამ დროს თავისუფლად შეიძლება საპენსიო თანხის ჩადება სექტორში, ამაზე კარგს ჯერჯერობით ვერაფერს იზამენ. თუნდაც მიკროჰესების მშენებლობაში, რადგან ენერგეტიკა მყარი და მომგებიანი დარგია. სამწუხაროდ, ხელისუფლება ამ ფულს აძლევს ისევ კომერციულ ბანკებს დეპოზიტებზე, სამევახშეო კაპიტალად აქცია, რაც ჩემი აზრით, დანაშაულის ტოლფასია. პირიქით, საპენსიო ფონდში აკუმულირებული რესურსი უნდა ხვდებოდეს საქართველოს ეკონომიკაში, რომლის ამონაგები შემდეგ მოქალაქეებს, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ დაუბრუნდებათ. ასე მუშაობს საპენსიო ფონდი ყველა ნორმალურ ქვეყანაში. ინვესტიციებში ჩადება გაცილებით მომგებიანია, ვიდრე ბანკებში, წესიერი მმართველი ასე იქცევა, მაგრამ ვერ ვხედავთ, სახელმწიფოს ამის უნარი ან ნება გააჩნდეს. 1,2 მილიარდი ძალიან დიდი საინვესტიციო თანხაა, რომელიც ეკონომიკს წინ წასწევს. ცხადია, ვერ ვხედავ რისკს იმაშიც, რომ ბანკებს აქვთ ეს ფული, მაგრამ მართვის მექანიზმია არასწორი, სამევახშეო კაპიტალად იქცა ეს ფული, წლიურ 7%-ად აიღეს ბანკებმა ეს თანხა და ბიზნესზე გაორმაგეგებულ, 14%-ად გასცემენ, ეკონომიკა ამით რეალურ სარგებელს ვერ იღებს", - აცხადებს ნიკა შენგელია report.ge-თან. 

ცნობისთვის, 2020 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მოცულობამ 1,2 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც დარიცხული სარგებელი 103 მილიონი ლარია.

საპენსიო ფონდის ცნობით, დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 606 -მა ადამიანმა, მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით - 264 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო - 1, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით - 257, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა - 84 პირმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ თვეში 12 000-ზე მეტს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system