თავში

რამდენად სწორად შემცირდა საბიუჯეტო დაფინანსება

რამდენად სწორად შემცირდა საბიუჯეტო დაფინანსება
რამდენად სწორად შემცირდა საბიუჯეტო დაფინანსება

სახელმწიფო სტრუქტურების დაფინანსების ხარჯის კლებით მთავრობა სოციალური პროექტების სტიმულირებას მოახდენს. თუმცა სპეციალისტები მსჯელობენ, რამდენად სწორად შეამცირა სტრუქტურების ხარჯი მთავრობამ და არის თუ არა შესაძლებელი მეტი ეკონომიის გაწევა, რომ პანდემიასთან ბრძოლა ქვეყანამ ეკონომიკურადაც  მოიგოს ან თუნდაც ნაკლები დანაკარგით გამოვიდეს. 

ეკონომისტ გივი მომცელიძის განცხადებით, მთავრობამ მეტი ეკონომიკა ვერ გასწია იმის გამო, რომ წინ არჩევნებია და მეტი საბიუჯეტო დანაკარგი არჩევნების შედეგზე შეიძლება ნეგატიურად აისახოს.

,,პანდემიის ფონზე დაგროვილი პრობლემის მოგვარება უდიდეს რესურსს მოითხოვს, რის ფონზეც დაფინანსების 600 მილიონით შემცირება არასაკმარისად მიმაჩნია. მეტი ეკონომია შესაძლებელი იყო, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ხარჯის შემცირება გადაწყვიტა. ეს დაგვეხმარება თუნდაც იმაში, რომ ბიზნესს მეტი თანხა დარჩება, ესეც მაშველი რგოლივით იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. ცოტა არ იყოს, მოულოდნელი აღმოჩნდა განათლების სამინისტროს ხარჯის 177 მილიონიანი კლება, ყოველთვის მტკივნეულია ამ ტიპის ხარჯის სეკვესტრი, როცა პრიორიტეტად მთავრობას სწორედ განათლების მხარდაჭერა უნდა მიაჩნდეს", - ამბობს ეკონომისტი.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ხარჯის შემცირებას, მისი თქმით, ცხადია, ეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ნეგატიურად აისახება, თუმცა შექმნილ სიტუაციაში მთავრობას  სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

,,საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ მეტი კლებაც შეიძლებოდა, მაგრამ საარჩევნო წელია და ამ პერიოდში ხელისუფლებას ყოველთვის უჭირს ხარჯის შემცირება, რადგან იგი პირდაპირ პროპორციულია ხოლმე არჩევნების შედეგზე. რაც არ უნდა იყოს, პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება და არ გამოვრიცხავ, კიდევ დაგვჭირდეს ,,ქამრების შემოჭერა". საარჩევნო წელი რომ არ ყოფილიყო,  ალბათ, ხარჯებს  უფრო თამამად შეამცირებდნენ", - ამბობს გივი მომცელიძე.

როგორც მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ განაცხადა, დაზოგილი ფინანსური რესურსი სოციალურ ხარჯებს მოხდება.

2020 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტის მიხედვით, ყველაზე მეტად, 251 მილიონი ლარით ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება, ხოლო 177 მილიონი ლარით განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტის შემცირება არის დაგეგმილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system