თავში

რამდენად მომგებიანია მეცხოველეობა საქართველოში?

რამდენად მომგებიანია მეცხოველეობა საქართველოში?
რამდენად მომგებიანია მეცხოველეობა საქართველოში?

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა და 972.2 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 441.7 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.2 პროცენტით ნაკლებია.

ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.0 პროცენტით შემცირდა და 764.6 ათასი სული შეადგინა.

ღორის რაოდენობა 232.9 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 8.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.4 პროცენტით შემცირდა და 10.3 მილიონ ფრთა შედგინა.

საერთო ჯამში ხორცის წარმოებამ 16.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 3.9 პროცენტით მეტია.

შეგახსენებთ, საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ბაზარის ფრანგებმა გამოიკვლიეს. კვლევ საფრანგეთის ფინანსთა სამინისტრომ დააფინანსა. ამ მკვლევით დადგინდა, რომ ფრანგული მეხორცული ჯიშის, სალერსის ჯიში საქარტველოს მთიან ცივ კლიმატს კარგად ეგუება. დმანისში, სოფელ ზემო ყარაბულახში, ქართულ-ფრანგული ინვესტიციითა და თიბისის მხარდაჭერით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა. ფრანგული მეხორცული ჯიშის, სალერსის, ფერმა აგრო-ინდუსტრიულმა ჯგუფმა GREEN ALLIANCE-მა დააფუძნა. ფერმის მოწყობა ჯამში 10 მილიონი ლარი დაჯდა. სალერსის ჯიშის 130 სული პირუტყვი საფრანგეთის ცენტრალური მასივიდან ჩამოიყვანეს. საერთო ჯამში დაგეგმილია 20 მლნ დოლარზე მეტის ინვესტირება. 2018 წლის შემდეგ, საფრანგეთის მიერ განხორციელებული ტექნიკური დახმარებით 12 ფერმერი სარგებლობს, მალე ეს რიცხვი 20-მდე გაიზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system