თავში

რამდენი სმარტფონია საქართველოში

რამდენი სმარტფონია საქართველოში
რამდენი სმარტფონია საქართველოში

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიტიკური პორტალის მიხედვით, საქართველოში მობილური ტელეფონების რაოდენობა 5 მილიონს აღემატება. 

აბონენტებს შორის მობილური ინტერნეტით სარგებლობის მაჩვეებელი კი 59%-ს შეადგენს.

სწორედ ამ რაოდენობას შეუძლია ისარგებლოს მთავრობის ახალი აპლიკაციით, რომელიც კოვიდინფიცირებულთან სიახლოვეს შეგვატყობინებს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში Apple-ის სმარტფონების რაოდენობა 725,749-ს შეადგენს, ხოლო Android-ის სისტემაზე მომუშავე მობილური ტელეფონების რაოდენობა კი 2.8 მილიონს აჭარბებს.

მათგან ყველაზე მეტია Samsung-ია, რომელთა რაოდენობა 1,928,389-ია; Huawei-ს - 517,675; Lenovo-ს -  517,671. 

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ წარადგინა ახალი აპლიკაცია Stop Covid, რომელიც მოქალაქეებს COVID-19-ის მონიტორინგის შესაძლებლობას აძლევს. სისტემა უკვე ხელმისაწვდომია, როგორც Android, ასევე IOS პლატფორმებისთვის. 

აპლიკაცია სხვა ქვეყნებში უკვე აპრობირებული სისტემის ქართული ანალოგია და მოხმარებლებს, მათი პერსონალური ინფორმაციის შეგროვების გარეშე აწვდის ინფორმაციას, ჰქონდათ თუ არა მათ COVID-19-ით ინფიცირებულ პირთან კონტაქტი, ან იყვნენ თუ არა მის სიახლოვეს. 

როგორ მუშაობს აპლიკაცია, იხილეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system