თავში

რას ჰპირდება პრემიერი ინვესტორებს

რას ჰპირდება პრემიერი ინვესტორებს
რას ჰპირდება პრემიერი ინვესტორებს

მთავრობის ადმინისტრაციაში, კერძო სექტორის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს შეხვდდნენ. 

შეხვედრა მედიის წარმომადგენლებისთვის დახურული იყო, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მედიათან კომენტარი გააკეთა.

სოსო ფხაკაძის ინფორმაციით, თუკი ქვეყანაში შემოვა ნებისმიერი მოცულობს ინვესტიცია და მას რაიმე სახის ბიუროკრატიული პრობლემა შეექმნება, გიორგი გახარია პირადად ჩაერევა და ბიზნესს პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.

„პრემიერის მხრიდან რამდენიმე საინტერესო შემოთავზება იყო და ერთ-ერთს გამოვყოფ - პრემიერმა გვითხრა, რომ თუ მოხდება თუნდაც 5 მილიონის, მეტის ან ნაკლები პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოტანა საქართველოში, შეიქმნება რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურაში ჯფგუფი და ამ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების მიენიჭება განსაკუთრებული ყურადღება. თითოეული კონკრეტული ქეისის, თითოეული კონკრეტული ინვესტიციის შემთხვევაში შეგვიძლია საკითხი დავაყენოთ და პრემიერმა დახმარება აღგვითქვა, რომ ყველა პრობლემას აღმოფხვრის ასეთის არსებობის შემთხვევაში“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

პრემიერმა ბიზნესთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება.

შეგახსენებთ, დღეს 5 მსხვილმა ბიზნესასოციაციამ პრემიერს ღია წერლით მიმართა. მთავრობას ბიზნესი შემდეგ შეღავათებს სთხოვს: 1. განხილულ იქნას საკითხი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლების თაობაზე. 2. მოხდეს დღგ-ს გადახდა საქონლის რეალიზაციის შემდეგ. 3. ეთხოვოს საბაკო სექტორს, ბიზნეს კომპანიებისთვის შესაძლებლობის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურად დაწევა და საბანკო ვალდებულებების 6 თვით გადავადება. 4. კორონავირუსით დაზარალებული კომპანიებისთვის 6 თვის ვადით თანხის გადავადების და ეტაპობრივი გადახდის გონივრული სქემების შემუშავება. 5. მცირე კომპანიებში, დასაქმებულების შენარჩუნების სანაცვლოდ 6 თვის განმავლობაში კოვიდ 19-ის ფონდის თანხების მეშვეობით მოხდეს ხელფასის ნაწილის კომპენსირება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system