თავში

რას ითხოვს ბიზნესი

რას ითხოვს ბიზნესი
რას ითხოვს ბიზნესი

ქართველი ბიზნესმენების შეფასებით, მთავრობის მიერ ბიზნესის მხარდასაჭერად გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია იმისთვის, რომ სექტორმა მოკლევადიან პერიოდში პრობლემის მოგვარება შეძლოს. როგორც ,,ალბატროს ჯგუფის" დამფუძნებელი, ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი report.ge-თან საუბრისას აცხადებს, ბიზნესში ეპიდემიის გამო შექმნილი სიტუაციის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია საგადასახადო პოლიტიკის მეტი ლიბერალიზაცია და მასიურად ყველა კომპანიის დახმარება, რომლის საქმიანობაზეც covid-19-ის ნეგატიურად აისახა.

,,კარგია მზაობა, რომ ბიზნესს კრიზისულ სიტუაციაში მხარდაჭერა გამოუცხადონ და ამ მიზნით შესაბამისი შეღავათები გაიწევა, რაც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვითაა გათვალისწინებული. თუმცა არასაკმარისია ის ზომები, რასაც მთავრობა კრიზისის დასაძლევად მიმართავს. ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ყველა ტიპის გადასახადი გადასახედია. გარდა ამისა, არასწორად მიმაჩნია განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება ტურიზმზე, ცხადია, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, რომ დარგს დაეხმარონ, მაგრამ ტურიზმის გარდა, ბევრი ბიზნესი ეპიდემიის გამო მძიმე მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, ჩვენც დავაზარალდით, ამდენი ხნის განმავლობასი დაკეტილი ვიყავით და მხოლოდ ახლა შევძელით გახსნაა. მიმაჩნია, რომ შეღავათი უკლებლივ ყველას უნდა გაეწიოს, ვინც კორონავირუსის გამო დაზარალდა. გადასახადებშიც მეტი ლიბერალიზაციაა საჭირო, განსაკუთრებით დღგ-ს ნაწილში, რასაც ახლა აკეთებს მთავრობა ჩემი აზრით, საკმარისი არ არის", - აცხადებს ბეგიაშვილი და დასძენს, რომ განსაკუთრებული ძალისხმევა სამუშაო ადგილების აღდგენაზე უნდა იყოს მიმართული, რომ მოქალაქეების მატერიალური მდგომარეობა ცოტათი მაინც გამოსწორდეს და სოციალური ფონი უფრო მეტად არ დამძიმდეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარaდგინა და შეაჯამა, თუ რა შესთავაზა მთავრობამ ბიზნესს კრიზისის დასაძლევად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system