თავში

რას მიიღებს რუსეთი "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ით“

რას მიიღებს რუსეთი "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ით“
რას მიიღებს რუსეთი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ით“

რას მოიგებს რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ით“, - ამის შესახებ report.ge-ს ლოგისტიკის ექსპერტი, დავით გოჩავა უყვება. მისი აზრით, ამ კონტექსტში აუცილებელია გავიხსენოთ ფულის კეთების ტექნოლოგია პუტინის რუსეთში, რომელიც გოჩავას შეფასებით ასეთია: არსი მდგომარეობს ქვეყნის ბიუჯეტიდან ფულის მოტეხვაში. შედიან ოლიგარქები პუტინთან, წარადგენენ პროექტს, რომლის თანახმად შესაძლებელია მილიარდობით დოლარის მოტეხვა ბიუჯეტიდან. ამასთან თუ ამ პროცესში ჩართულები არიან ევროპელი „მექრთამეები“, ფულს დახარბებული „პოლიტიკოსები“, მაშინ საქმე კიდევ უფრო კარგადაა, კრემლის თვალსაზრისით, ცხადია. დავით გოჩავას შეფასებით, ასეთი პროექტია „ჩრდილოეთი ნაკადი 2“. 

"ამ პროექტთან დაკავშირებით კიდევ იყო ერთი ასპექტი. ესაა უკრაინის გათიშვა ტრანზიტიდან, მაგრამ ეს ამერიკამ შეაჩერა. როცა ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამერიკამ შესაძლოა შეაჩეროს სანქციების მოქმედება პროექტის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ წინააღმდეგ, ეჭვი მაქვს რომ შედგა გარიგება: ანუ, რუსეთი უკრაინაზე გამავალ ტრანზიტს არ შეეხება, უკვე აზრი არ აქვს და ამ ნაბიჯით კი ბაიდენი გერმანელების გულსაც მოიგებს. რაც არ უნდა იყოს, წონადი მოკავშირეა გერმანია ევროპაში... ამასობაში ბაიდენმა შეიძლება ირანს მოუხსნას სანქციები... ამ კონტექსტში კიდევ უფრი თვალსაჩინოა, რას მოიგებს რუსეთი: 1. პუტინი მიიღებს კიდევ ერთ მილსადენს, რომელსაც ნავთობით შევსება არ უწერია უკვე არასდროს და 2. რუსეთი მიიღებს ირანის 1-1.5 მილიონ ბარელ ნავთობს დღეში. 3.  „ახალი აბრეშუმის გზის“ განვითარების შესაძლებლობას თეირანზე გავლით, რაც შესანიშნავი პერსპექტივაა..." - ამბობს report.ge-სთან დავით გოჩავა და დასძენს, რომ გერმანიას მილსადენი "ჩრდილოეთ ნაკადი 2" არაფერში არ სჭირდება. მისი თქმით, თუ საუბარია ბუნებრივი აირის ალტერნატიულ მიწოდებაზე, უკრაინაზე გამავალი მილსადენის გარეშეც, გერმანიაში შემავალი მილსადენები დაახლოებით 90 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას უზრუნველყოფენ წელიწადში. 2019 წელს, ანუ პანდემიამდე, გერმანიამ მოიხმარა 57 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აგრძელებს სანქციების სერიას რუსული გაზსადენის, "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის",  მშენებლობაში და დაფინანსებაში მონაწილე კომპანიებისათვის.

აშშ-ოს კონგრესში პროექტ "ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის" პროექტის თანახმად, ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, რუსეთიდან გერმანიამდე ბუნებრივი აირის მიმწოდებელი გაზსადენი უნდა აშენდეს. მილსადენის 95% უკვე აშენებულია და მშენებლობის დასრულებას რუსეთი სექტემბრისთვის გეგმავს. პროექტს ეწინააღმდეგება ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, უკრაინა და ამერიკა.

"ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის" წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიუხედავად, აშშ ცდილობს, კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას გერმანიასთან, რომელიც აღნიშნულ პროექტს მხარს უჭერს.

შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ "ჩრდილოეთ ნაკადი-2" გაზრდის გერმანიის დამოკიდებულებას რუსეთზე და ზიანს მიაყენებს უკრაინას. 

 . 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system