თავში

აშშ "ჩრდილოეთის ნაკად 2-ს" ახალ სანქციებს უწესებს

აშშ "ჩრდილოეთის ნაკად 2-ს" ახალ სანქციებს უწესებს
აშშ ჩრდილოეთის ნაკად 2-ს ახალ სანქციებს უწესებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აგრძელებს სანქციების დაწესებას რუსული გაზსადენის - "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" მშენებლობაში და დაფინანსებაში მონაწილე კომპანიებისათვის. ინფორმაციას Politico.com ავრცელებს.

ახალი სანქციების ამოქმედების საკითხს 19 მაისს კონგრესში განიხილავენ.

აშშ-ოს კონგრესში პროექტ "ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის" წინააღმდეგ სანქციებს ორივე პარტიამ დაუჭირა მხარი. პროექტის თანახმად, ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, რუსეთიდან გერმანიამდე ბუნებრივი აირის მიმწოდებელი გაზსადენი უნდა აშენდეს. მილსადენის 95% უკვე აშენებულია და მშენებლობის დასრულებას რუსეთი სექტემბრისთვის გეგმავს. პროექტს ეწინააღმდეგება ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, უკრაინა და ამერიკა.

"ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის" წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიუხედავად, აშშ ცდილობს, კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას გერმანიასთან, რომელიც აღნიშნულ პროექტს მხარს უჭერს.

შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ "ჩრდილოეთ ნაკადი-2"  გაზრდის გერმანიის დამოკიდებულებას რუსეთზე და ზიანს მიაყენებს უკრაინას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system