თავში

რას ვყიდით ჩინეთში

რას ვყიდით ჩინეთში
რას ვყიდით ჩინეთში

საქართველო ჩინეთთან თავისუფალი რეჟიმით ვაჭრობს. 

მას შემდეგ, რაც 2017 წელს ორ ქვეყანას შორის თავისუფალის ავაჭრო ხელსეკრულება გაფორმდა, ჩინეთში ექსპორტის მაჩვენებელიც გაიზარდა, თუმცა ბევრად მეტად იმატა საქართველოში ჩინურმა იმპორტმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს, საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებამდე ჩინეთში ექსპორტმა $201 მილიონი შეადგინა.

2018 წელს ეს მაჩვენებელი $198 მილიონი იყო, ხოლო  2019 წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს ძირითადი საექსპორტო ბაზრების ათეულში მე-6 ადგილზეა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2019 წელს საქართველოდან ჩინეთში $227.6 მილიონის მოცულობის ექსპორტი განხორციელდა. 

ჩინეთში ექსპორტირებული ქართული პროდუქტის 10-ეული ასე გამოიყურება:
1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $172.2 მლნ;
2. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $18.8 მლნ;
3. მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - $12.9 მლნ;
4. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $5.7 მლნ;
5. კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - $3.6 მლნ;
6. თხილი და სხვა კაკალი - $3.4 მლნ;
7. რეაგენტები დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული - $2.7 მლნ;
8. სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - $2.02 მლნ;
9. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები (ლიტრი, 100% სპირტი) - $839.7 ათასი;
10. ალუმინი დაუმუშავებელი - $779,1 ათასი.

ცნობისთვის, ჩინეთში ექსპორტზე, კორონავირუსის გამო, ჯერ-ჯერობით არანაირი რეგულაცია არ გავრცელებულა. რაც შეეხება იმპორტს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან საქართველოში ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე.

შეგახსენებთ, 2019 წელს საქართველოში ჩინეთიდან $858.6 მლნ დოლარის ღირებულეიბს პროდუქცია შემოვიდა.

ვირუსი, რომელიც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში აღმოაჩინეს, კორონავირუსების დიდ ოჯახს მიეკუთვნება და მწვავე რესპირატორულ სინდრომებს იწვევს. ვირუსს უკვე შეეწირა 100 ადამიანი.ვირუსი უკვე გასცდა ჩინეთის საზღვრებს. პეკინში დაკეტილია ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი, ასევე 16 ქალაქში 46 მილიონამდე ადამიანს გადაადგილება შეეზღუდა, ჩინური ახალი წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები კი გადაიდო. შანხაიში დაიკეტა კინოთეატრები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system