თავში

რაში დაიხარჯება სსფ-ის საქართველოსთვის გამოყოფილი 112 მილიონი

რაში დაიხარჯება სსფ-ის საქართველოსთვის გამოყოფილი 112 მილიონი
რაში დაიხარჯება სსფ-ის საქართველოსთვის გამოყოფილი 112 მილიონი

"როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიამ ეკონომიკურ ტენდენციებში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა და საქართველოში, ისევე როგორც გლობალურად, 2020 წელს მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეცესიაა მოსალოდნელი," - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF- სსფ) საქართველოს მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინსა და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს შორის გამართული ერთობლივი ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.

საქართველოს პირველი ბანკირის შეფასებით, სსფ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 112 მილიონი დოლარი სწორედ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის შოკის შესამსუბუქებლად დაიხარჯება.

"ეს რესურსი კი სწორედ პანდემიის მიერ მიყენებული ეკონომიკური ზიანის შესამსუბუქებლად გასატარებელი აუცილებელი სოციალური-ეკონომიკური ღონისძიებების დროულად გატარების საშუალებას იძლევა, რადგანაც მიმოხილვის დასრულება გზას უხსნის დონორების მიერ გამოყოფილი დახმარების მიღების გაგრძელებას", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ ვირტუალურ ფორმატში მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით იმუშავა მიმდინარე წლის 5 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით. გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის სსფ-ის აღმასრულებელ საბჭოზე დამტკიცების შემდეგ, საქართველო დამატებით მიიღებს, დაახლოებით, 112.1 მლნ აშშ დოლარს ფინანსური მხარდაჭერის სახით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system