თავში

რატომ აქვს საქართველო-უკრაინის საბორნე გადაზიდვებს დაბალი ეფექტი

რატომ აქვს საქართველო-უკრაინის საბორნე გადაზიდვებს დაბალი ეფექტი
რატომ აქვს საქართველო-უკრაინის საბორნე გადაზიდვებს დაბალი ეფექტი

რუსეთ - უკრაინის დაპირისპირების შედეგად სატრანზიტო ბაზრის სპეციალისტები ცენტრალური აზიის ტვირთნაკადის საქართველოს სატრანსპორტო დერეფნით ამ საზღვაო მხარზე გადმორთვას ვარაუდობდნენ. შედეგად, უკრაინაში - რუსეთის გვერდის ავლით ყველაზე ეფექტიან მიმართულებად უნდა ჩამოყალიბებულიყო. სპეციალისტების თქმით, მათი ვარაუდი არ გამართლდა.

ტვირთისა და სატრანსპორტო ნაკადების სპეციალისტები Report.ge - ს მიზეზებზე ესაუბრნენ.

ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია Report.ge - ს სატელეფონო საუბარში უყვება, რომ ნებისმიერ საზღვაო მარშრუტზე საქართველოს დაბალი ეფექტის მიზეზი ქართული ნავსადგურების არასწორი და არარენტაბელური საფასო პოლიტიკაა. მისი თქმით, ქართული სანავსადგურე მოსაკრებელი, როგორც წესი, 6-8-ჯერ აღემატება ჩვენს კონკურენტ ნავთობსადგურთა ტარიფს. სიძვირის გამო ტვირთმფლობელები ცდილობენ ალტერნატიული გზები მოძებნონ საკუთრი ტვირთის გადასაზიდად. ბოლო დროს ტვირთმფლობელები თურქეთის გავლით ტრანზიტს არცევენ, რითაც საქართველოს კონკურენტულობა სატრანზიტო სივრცეში სულ უფრო კნინდება და რეგიონში სატრანზიტო ჰაბად პოზიციონერობის მეტ შანსს აძლევს თურქეთს.

ჯგერენაიას პოზიციას მთლიანად იზიარებს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი. ცენტრის პრეზიდენტი, პაატა ცაგარეიშვილი Report.ge-ს კონკრეტულ ციფრებს უსახელებს.

"ჩვენს ნავსადგურში უკრაინული საბორნე გემის Ro - Pax Vilnius ის თითოეული შემოსვლის - სანავსადგურე მოსაკრებელი (დისბურსმენტი) ფოთის ნავსადგურში 20 500 აშშ დოლარია, ანალოგიური ოპერაცია ბათუმის ნავსადგურში 19 500 აშშ დოლარია. იგივე საბორნე გემი ვიდრე შავი ზღვის აუზში გადმოერთვებოდა, ბალტიის ზღვაზე იყო ექსპლუატირებული, სადაც - კლაიპედის ნავსადგურში - გემთშემოსვლაზე სანავსადგურე ტარიფი 3 250 აშშ დოლარს შეადგენდა. ფაქტობრივად, 6 ჯერ უფრო მაღალია სანავსადგურე მოსაკრებელი საქართველოს ნავსადგურებში, რაც ავტომატურად იწვევს საბორნე საზღვაო მხარზე ვაგონის და ტრაილერის გაზრდილ გადაზიდვის ღირებულებას. ტრაილერისათვის 1800 აშშ დოლარი ვაგონისათვის 3300 აშშ დოლარი," - გვითხრა პაატა ცაგარეიშვილმა.

ამგვარ ანალიზზე დაყრდნობით, სპეციალისტები ამტკიცებენ, საქართველოს გავლით ტვირთის გადაზიდვა არარენტაბელურია,როგორ უცხოელი, ისე ქართველი ტვირთმფლობელებისათვის. მათივე თქმით, ხშირად, მიუხედავათ თურქეთის საავტომობილო ტრასებზე დაწესებული მაღალი საგზაო ტარიფებისა, ქართველი საავტომობილო გადამზიდავი ევროპაში და უკრაინაში შესაღწევად უპირატესობას მაინც თურქეთის გავლით შემოვლით საავტომობილო გადაზიდვებს ანიჭებს.

ბუნებრივია ისმის კითხვა, რით იყო განპირობებული ბალტიის ზღვაზე საბორნე გადაზიდვების დაბალი ტარიფებით ოპერირება? Report.ge - ს ამ კითხვაზე სპეციალისტების პასუხი ამგვარია: პირველ რიგში ბალტიის ნავსადგურებში შემუშავებული და დანერგილი უნდა იყოს გემთშემოსვლის რაოდენობის ზრდის ადეკვატურად ტარიფების შემცირების მოქნილი სისტემა. გარდა ამისა, აუცილებელია ქვეყანამ უმოკლეს დროში შეიძინოს საბორნე გემი, რომელიც სპეციალისტებისვე ახსნით, გაწერილი იყო ოთხპუნქტიან პროგრამაში, თუმცა, ეკონომისტების მტკიცებით, ეს პრობლემა დღესაც მოუგვარებელი რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system