თავში

რატომ ასცდა საარსებო მინიმუმი რეალობას

რატომ ასცდა საარსებო მინიმუმი რეალობას
რატომ ასცდა საარსებო მინიმუმი რეალობას

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემს, რომელმაც საარსებო მინიმუმის შემცირება დაადასტურა, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე რეალობისგან აცდენილს უწოდებს. მისი შეფასებით, ადგილი აქვს სურსათის წილის ხელოვნურად შემცირებას, რის პარალელურადაც მთლიანი ინფლაციაც ასევე ხელოვნურად შემცირდა და საბოლოო ჯამში, საარსებო მინიმუმმა სიზუსტე დაკარგა.

,,აპრილის საარსებო მონიმუმი რეალობას საგრძნობლად დაშორდა. როგორც წესი, საქონელწარმომადგენელთა წონა, გადასინჯვა,  წელიწადში ერთხელ ხდება. ახლანდელ პირობებში, როცა მოსახლეობის დიდ ნაწილს  ხარჯები მთლიანად კვებაზე მისდის, ხოლო ტექსტილის შესაძენი და სხვა ხარჯი ნულზეა დასული, სურსათის წილის ხელოვნურად შემცირდა. ეს ამავდროულად მთლიანი ინფლაციის ხელოვნურად შემცირებას იწვევს, ამიტომ არის აპრილის საარსებო მინიმუმი არასწორი. აღსანიშნავია, რომ აპრილში, დეკემბერთან შედარებით, ფასები გაზრდილია, ინფლაციამ კი დეკემბერთან მიმართებით, შეადგინა მხოლოდ 2,6%, ხოლო თუ სასურსათო კომპონენტს ავიღებთ, აქ  დაახლოებით 9%-იანი ზრდა გვაქვს. ამის მიხედვით უნდა მოვახდინოთ საარსებო მინიმუმის კორექტირება. გასათვალისწინებელია, რომ რიგი საქონელი, რომელიც სეზონურობის გამო იაფდებოდა, მაგალითად, ბოსტნეული, ამჯერად შედარებით ძვირად იყო წარმოდგენილი ბაზარზე, რის გამოც მათი წონა უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო საქონელწარმომადგენელთა კალათაში", - აცხადებს არჩვაძე და დასძენს, რომ ინფლაციის ხელოვნური შემცირებისკენ ორგვარი ნაბიჯი გადაიდგა, რასაც სტატისტიკოსი ასე განმარტავს: 

,,ერთი, რომ სურსათის წილი შემცირებულია და მეორე, სურსათში არ არის ყველაფერი გათვალისწინებული, რაზეც მოსახლეობას დამატებული ხარჯის გაწევა უწევს. რადგანაც ასეთ პირობებში საარსებო მინიმუმი სტანდარტულად  დეფორმულით მიბმულია ინფლაცის მაჩვენებელზე, გამოდის, რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ სინამდვილეში  მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, როგორც ამას სტატისტიკური მაჩვენებელი აფიქსირებს. საბოლოო ჯამში, მიმივიღეთ საარსებო მინიმუმის შემცირების ილუზია".

ცნობისთვის, მარტთან შედარებით, აპრილში 5.8 ლარითაა შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 176.8 ლარს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system