თავში

რატომ გადაიტანა მთავრობამ კომერციული ბანკებიდან სებ-ში 850 მლნ

რატომ გადაიტანა მთავრობამ კომერციული ბანკებიდან სებ-ში 850 მლნ
რატომ გადაიტანა მთავრობამ კომერციული ბანკებიდან სებ-ში 850 მლნ

ეროვნულმა ბანკმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ ნაღდ ფულზე მოთხოვნა გაიზარდა და ლარის ლიკვიდობის ზრდისთვის საზოგადოებას საკუთარი გეგმები გააცნო. მაშინ ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ კომერციულ ბანკებში საკუთარ ანგარიშებზე არსებული თანხები ეროვნულ ბანკში გადაიტანა. ცენტრალურმა ბანკმა ეს ტრანზაქცია პანდემიაზე რეაგირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად მთავრობის ანგარიშზე თანხის მობილიზების საჭიროებით ახსნა.

ჯამურად 850 მილიონ ლარამდე მოცულობის დეპოზიტი ბანკებიდან სებ-ში გაედინა. 

დღეს ნათია თურნავამ ტრანზაქციას რიგითი ოპერაცია უწოდა და თქვა, რომ ამ ოპერაციაში განსაკუთრებული არაფერია.

"ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, მთავრობას აქვს განთავსებული თავისი რესურსები ვადიან დეპოზიტებზე და როდესაც ეს ვადა ამოიწურება, ხდება მათი დაბრუნება კვლავ ეროვნულ ბანკში. აქ ამასთან გვაქვს საქმე, რაიმე განსაკუთრებული აქ არ მომხდარა და ეს ჩვეულებრივი რიგითი მიმდინარე პროცესია. ვადიან დეპოზიტს ამოეწურა ვადა და მოხდა თანხის რელოკაცია", - განაცხადა ნათია თურნავამ. 

შეგახსენებთ, კომერციულ ბანკებში 2020 წლის თებერვლის მდგომარეობით დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 38.3%-ს, ანუ 10.16 მილიარდ ლარს შეადგენდა. ამ თანხაში შედიოდა საქართველოს მთავრობის ლარის დეპოზიტებიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system