თავში

რატომ იზრდება სემეკის უფლებამოსილება

რატომ იზრდება სემეკის უფლებამოსილება
რატომ იზრდება სემეკის უფლებამოსილება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შესაძლოა, უფლებამოსილი გახდეს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომუშავე კომპანიებს ხუთ პროცენტზე უფრო მეტი წილის/აქციების გასხვისება აუკრძალოს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ითვალისწინებს, მათ შორის უმთავრესი ნარმანიას თქმით, ისაა, რომ  კანონი ეხება არა მხოლოდ გამანაწილებლებს, არამედ სისტემის ყველა ოპერატორს.მათ შორის ეს შეიძლება იყოს სისტემის გადაცემის ოპერატორი.

როგორც დავით ნარმანია განმარტავს, ახალი კანონი დაარეგულირებს სისტემის ოპერატორის შერწყმას, აქციების გასხვისებას ან დათმობას. სემეკ-ის თავმჯდომარის განცხადებით, წყალი, გაზი, ელექტროენერგია, ეს არის სპეციფიკური, სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსი და ის არ უნდა განიხილებოდეს ბაზრის სხვა პროდუქტების პრონციპებით. 

„ამდაგვარი პროდუქტის მიწოდება ან განაწილება რეგულირებადი საქმიანობაა. იმიტომ რომ ეს არის ბუნებრივი მონოპოლიების საქმიანობა და როცა ერთი კომპანია არღვევს მომხმარებლის უფლებებს, მას არ აქვს უფლება პირდაპირ აირჩიოს სხვა კომპანია“, - აღნიშნავს ნარმანია და დასძენს, რომ როცა ელექტროენერგიის, გაზის ან წყლის გამანაწილებელი კომპანია ყიდის ან თმობს თავისი აქციების 5%-ზე მეტს, მოუწევს, შეუთანხმოს მარეგულირებელ კომისიას. ნარმანიას თქმით, ადრე კი კომპანიები, როცა თავის წილს ასხვისებდნენ, მხოლოდ შემდეგ აცნობებდნენ კომისიას და ისიც სავალდებულო არ იყო. უბრალოდ აწვდიდნენ ინფორმაციას ხელმძღვანელის შეცვლის ან წილის გასხვისების შესახებ, რომ სემეკ-ს თავის რეესტრის შესაბამისი ასახვა გაეკეთებინა. ახალი კანონით კი ამ ინფორმაციას სემეკი წინასწარ მოითხოვს. 

სემეკ-ის თავმჯდომარემ, ასევე განმარტა, რა შემთხვევაში არ მისცემს ენერგოკომნიებს 5%-ზე მეტი წილის გასხვისებას. 

„თუ გარიგებას არ ვეთანხმებით, ამ შემთხვევაში სემეკს შეუძლია უარი თქვას წილს გასხვისებაზე: 1. თუ კომპანიას არ აქვს ენერგეტიკის სფეროში საქმიანობის გამოცდილება; 2. თუ ასეთი წილის გასხვისება ამ სფეროში ტარიფის ზრდას გამოიწვევს, ასევე თუ ბაზარზე ფინანსურად სუსტი, გამოუცდელი კომპანია შემოდის, ასეთ შემთხევაში, ან მე-3, თუ შესაძლოა მომხმარებელთა უფლებები დაირღვეს. ინფორმაცის, რომელიც სემეკში წილის გამყიდველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს, ესაა რეესტრიდან ამონაწერი, ვინ შემოდის წილის მეპატრონედ. აუდიტის დასკვნა. რამდენადაა კომპანია ფინანსურად გამართული. თუ ეს კომპანია დაკავებულია შავი ფულის გათეთრებით ან ამდაგვარი ოპერაციებით, ან აუდიტის დასკვნა არ აქვს, ან აუდიტის დასკვნაში წერია, რომ მას მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს აღრიცხვასთან, მარეგულირებელი კომისია დაფიქრდება და ასეთ შემთხვევაში მარტივად თანხმობას ვერ მისცემს. თუ კომპანია გამართულ დოკუმენტაციას წარადგენს, პროცესი ორ კვირაში დასრულდება“, აღნიშნა ნარმანიამ და დაამატა, რომ ს სემეკი 5%-ზე მეტი წილის შემსყიდვეელ კომპანიას დაბლოკავს, თუ შემოსული კომპანიის უკან ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებია ან ფულის წარმომავლობაა უცნობი.

კანონპროექტი მთავრობის მიერაა ინიცირებული პარლამენტში. 

"მარეგულირებელი კომისია, სემეკი განისაზღვრა ორგანოდ, რომელსაც შეუძლია ეს ყველაფერი შეათანხმოს და განახორციელოს ღიად, გამჭვირვალედ, ობიექტურად და მიუკერძოებლად“, - ამბობს ნარმანიამ.

კანონპროექტი, საქართველოს პარლამენტში სემეკმა გუშინ წარადგინა.

კანონპროექტის მიხედვით, თავის მხრივ, კომისია ვალდებულია, შეისწავლოს მიღებული შეტყობინება და გასცეს თანხმობა ან აკრძალოს შერწყმა, წილის ან აქციების გასხვისება, მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება ან და საოპერაციო აქტივის გასხვისება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system