თავში

რატომ შემცირდა მშპ 1 სულ მოსახლეზე

რატომ შემცირდა მშპ 1 სულ მოსახლეზე
რატომ შემცირდა მშპ 1 სულ მოსახლეზე

1 სულ მოსახლეზე მშპ-ს კლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე სავალუტო ცვლილებას, კერძოდ, ლარის გაუფასურებას მიიჩნევს. მისი თქმით, 2019 წელს რეალური მოხმარება არ შმცირებულა, თუმცა მან მშპ-ში ასახვა ვერ ჰპოვა, რადგან სავალუტო ბაზარზე მკვეთრი ცვლილება დაფიქსირდა.

,,საქართველოში მშპ-ს კლება 1 სულ მოსახლეზე ძირითადად ეროვნული ვალუტის გაუფასურებით არის განპირობებული. მხოლოდ ლარებში თუ დავითვლით, მაშინ ზრდას აქვს ცალსახად ადგილი, კლება დოლარებშია. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი და ინფლაცია ყოველთვის ანგარიშდება ეროვნულ ვალუტაში, ამიტომ არ იქნებოდა სწორი მისი დათვლა უცხოურ ვალუტაში - დოლარი იქნება, ევრო თუ სხვა. შედარება თუ უნდა გაკეთდეს, ყოველთვის უნდა ვიგულისხმოთ მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტი, მაგალითად, 100 დოლარის მსყიდველობა როგორი იყო შარშან და როგორია დღეს, ამიტომ აღმოჩნდება, რომ იმ 100 დოლარის მსყიდვითი უნარი, როგორიც იყოს 2019 წელს, გაზრდილია იმის გამო, რომ ლარი გაუფასურდა, შესაბამისად, იმ 100 დოლარით მეტი საქონლის ყიდვა შეიძლებოდა, ვიდრე დღეს. როგორც ვიცით,  4700 დოლარამდეა 2019 წელს მშპ 1 სულზე, რაც წინა 2018 წლის მაჩვენებელს 26 დოლარით ჩამორჩება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რეალური მოხმარება 1 სულზე შემცირებულია", - განმარტავს სტატისტიკოსი.

ცნობისთვის, 2019 წელს ერთი სულის მიერ შემქნილი დოვლათი პირველად შემცირდა (დოლარში) ბოლო 4 წლის განმავლობაში, ანუ 2005 წლიდან 2018 წლის ჩათვლით მონაცემი შეუქცევადად იზრდებოდა როგორც დოლარში ისე ლარში, ხოლო 2019 წელს ის შემცირდა დოლარში და 4 696,2 აშშ დოლარს გაუტოლდა, ხოლო ლარის დევალვაციის გამო ის შარშანდელთან შედარებით გაზრდილია და 13 239, 4 ლარს უტოლდდება.

დაზუსტებული მონაცემებით, 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 49 252.7 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 10.4 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 

.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system