თავში

რატომ ვერ ქმნის სოფელი დოვლათს

რატომ ვერ ქმნის სოფელი დოვლათს
რატომ ვერ ქმნის სოფელი დოვლათს

პანდემიურ კრიზისში სოფლის მეურნეობის მდგომარეობა კვლავ მძიმედ ფასდება. აგრარული სფეროს სპეციალისტი პაატა აროშიძე იმასაც კი ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში დარგის როლი გაზვიადებულია და სინამდვილეში მეტი პრობლემაა, ვიდრე ეს ჩანს. აროშიძის შეფასებით, კრიზისის არ არის, თუმცა არც სახარბიელო ვითარებაა, რადგან დარგი ვერ უზრუნველყოფს სასურსათო უსაფრთხოებას, რის გარეშეც მდგრადი განვითარება ვერ მიიღწევა.

,,პანდემიისას, როცა ეკონომიკა დიდ განსაცდელშია, რომელიმე სექტორის გადარჩენა მხოლოდ პირობითი მცნებაა. რა თქმა უნდა, გადავრჩით ტურიზმთან, მოსმახურების რამდენიმე სეგმენტთან, მათ შორის, გადაზიდვებთან, სარესტორნო და სასტუმროების ბიზნესთან შედარებით, მაგრამ პრობლემა მაინც ვერ გადავლახეთ. მართალია,  საგაზაფხულო სამუშაოები მეტი მოცულობით ჩატარდა და ახლა არის მოსავლის აღების დრო, ამ თვალსაზრისით , სოფელი პანდემიას გადაურჩა, მაგრამ სასურსათო უსაფრთხოების მოგვარების როლი ვერ შევასრულეთ. მიუხედავად იმისა, რომ  შიგა ინვესტიციები ჩაიდო, სახელმწიფო დაფინანსებები, სუბსიდირებები, სოფლის მეურნეობის პროგრამები განხორციელდა, მაგრამ ხარჯი ვერ ნაზღაურდება იმ შემოსავლით, რაც მან უნდა მოიტანოს. ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, რომ სამწლიანი დაბანდება შედეგს მოიტანს, სანამ სოფლის მეურნეობა რეალურად არ განვითარდება. ბევრი ადამიანი დაუბრუნდა სოფელს და ესეც პოზიტიურია, მაგრამ დოვლათს ვერ ქმნის", - აცხადებს აროშიძე.

მეცნიერის შეფასებით, 1 ჰა-ზე მოსავლის 40% მოდის, როცა შესაძლებელია 100%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდეს, რაც მეცნიერების როლის წამოწევით მიიღწევა.

,,დაბალი შემოსავალი გულისხმობს, რომ რაოდენობრივადნაკლები პროდუქციაა, მეცნიერებს როლი შესული არ არის დარგის განვითარებაში და საწარმოო პროცესში არ მონაწილეობს. თაობიდან თაობაზე გადმოცემული ცოდნით ვითარდება აგრარული სფერო, როცა თანამედროვე ტენოლოგიებია, რასაც სათანადოდ ვერ ვუზრუნველყოფთ. შედარებისთვის, კაკლოვანი კულტურების ექსპორტში ხუთეულში ვართ, მაგრამ ეს დიდი წარმატება არ არის, როცა მეოთხე ადგილზე მყოფს 5-ჯერ ჩამოვრჩებით, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიწოდებას ვერ უზრუნველვყოფთ, ეს არის მთავარი პრობლემა", - აცხადებს პაატა აროშიძე. 

ცნობისთვის,  საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია განმარტებულია, რომ პანდემიური კრიზისი სოფლის მეურნეობაზე ნაკლებად აისახა და 4.7%-ით გაიზარდა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს გამოშვებაში 2020 წლის მეორე კვარტალში ყველაზე საგრძნობი ვარდნა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობებში დაფიქსირდა, სადაც უდიდესი წილი სასტუმროებისა და რესტორნების გამოშვებაზე მოდის. ამ დარგის გამოშვება, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 40%ით შემცირდა, ხოლო უარყოფითმა წვლილმა ეკონომიკურ ვარდნაში 1.7 პპ შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system