თავში

რატომაა მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ადგილობრივი ექსპორტის ზრდა

რატომაა მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ადგილობრივი ექსპორტის ზრდა
რატომაა მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ადგილობრივი ექსპორტის ზრდა

ექსპორტის სტრუქტურაში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი გატანილია საქართველოს ტერიტორიის გარეთ) ადგილობრივი ექსპორტი, მთლიანი ექსპორტის 72.0 პროცენტს შეადგენს და რაც მთავარია, ბოლო წლებში მზარდ ტენდენციას აჩვენებს, ხოლო წინა, 2019 წელთან შედარებით 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 406.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ეკონომიკის ექსპერტის გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, ქსპორტის სტრუქტურაში, ადგილობრივი ექსპორტის ზრდა არის ძალზე მნივნელოვანი, რადგან რეექსპორტისაგან განსხვავებით, მნივნელოვნად ამცირებს საგარეო ვაჭრობის რისკებს და ზოგადად საგარეო მოწყვლადობასაც.

„ადგილობრივი ექსპორტის ზრდის კიდევ ერთი მახასიათებელი მისი დივერსიფიკაციაა, როგორც ქვეყნების, ასევე სასაქონლო ჯგუფების მიხედვით. თვალსაჩინოებისათვის, საექსპორტო ნომენკლატურაში რამდენიმე წლიანი კლების ტენდენციის შემდეგ, რაც დიდწილად ფაროსანას ფაქტორს უკავშირდებოდა, თითქმის 45 პროცენტიანი ზრდა (+43.4%) აჩვენა თხილის ექსპორტმა. ეს ფაქტორი კი იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველო ამ სასაქონლო ჯგუფის მიხედვით, რომელსაც ზრდის მაღალი პერსპექტივა გააჩნია, მზარდი საგარეო მოთხოვნის გამო, თურქეთის შემდეგ რეგიონალურ მოთამაშედაც ყალიბდება, რაც თხილზე ფასწსრმოქმნასაც განსაზღვრავს. თუნდაც თხილის ექსპორტის ზრდა მიუთითებს ფაროსანასთან ბრძოლის წარმატებულ სამთავრობო პოლიტიკაზე, რასაც ემატება თანადაფინანსების სახელმწიფო აგროპროგრამები, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მეშვეობით ახორციელებს აწარმოე საქართველოს გაზრდილ კომპონენტებთან ერთიან სტრატეგიაში“, - ამბობს ექსპერტი და დასძენს, რომ ადგილობრივი ექსპორტის ზრდის დადებითი ტენდენცია, მიუხედავად შემცირების გლობალური ტრენდისა, საქართველის მთავრობის სწორ ანტიკრიზისულ მენეჯმენტზე და ეკონომიკის სტიმულირების გათვლილ სტრატეგიაზე მიუთითებს, ხოლო საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელიც, თუნდაც, ბოლო პერიოდში გაფორმდა, ქვეყანის სერიოზულ საგარეო მხარდაჭერას უზრუნველყოფს, როგორც უსაფრთხოების, ისე საინვესტიციო ნაკადების ზრდის და შესაბამისად, იმპორტის ექსპორტით ჩანაცვლებისათვის, რაც გაზრდილ შემოსავლებთან ერთად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და ცხოვრების დონის ზრდის წინაპირობა გახლავთ.

„მაკროეკონომიკური მდგრადობის თვალსაზრისით, ასევე უნდა გამოიყოს ადგილობრივი ექსპორტის თანაფარდობის ზრდა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, რაც 14.3 პროცენტია, და 2019 წლის მაჩვენებელზე 1.0 პროცენტული პუნქტით მეტია. ეს თანაფარდობა კი იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ არა მხოლოდ აღემატება საშუალო მსოფლიო მაჩვენებლს, არამედ აჩვენებს იმ პერსპექტივასაც რომელიც ადგილობრივი ექსპორტის კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაციით შეგვიძლია მივიღოთ უკვე უახლოეს წლებში,“ - განაცხადა ექსპერტმა.

შეგახსენებთ, ადგილობრივი ექპორტის წილი მთლიან ექსპორტში გაიზარდა.

საქსტატის მიხედვით, 2020 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 342.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 72.0 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 406.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ქართული ნაწარმის უმეტესობა ჩინეთში, რუსეთსა და ბულგარეთში გაიყიდა. 2020 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 78.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (459.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (401.2 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (310.4 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 729.4 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 30.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 246.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 209.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.7 პროცენტი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system