თავში

რეფინანსირების განაკვეთის სწრაფი ზრდა ეკონომიკას ამუხრუჭებს

რეფინანსირების განაკვეთის სწრაფი ზრდა ეკონომიკას ამუხრუჭებს
რეფინანსირების განაკვეთის სწრაფი ზრდა ეკონომიკას ამუხრუჭებს

„თუ გვინდა, რომ ინფლაცია ძალიან მალე, სიტყვაზე ერთ, ან ორ თვეში დავუბრუნოთ მიზნობრივ მაჩვენებელს, ამისთვის საჭირო იქნება, მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის ძალიან მაღალი ზრდა. ასეთი მაღალი ზრდის შემდეგ ეკონომიკა ძალიან შემცირდება და ინფლაცია დაუბრუნდება მიზნობრივ დონეს, მაგრამ ეს არანაირად არ იქნება ოპტიმალური გამოსავალი. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა ძალიან ბევრის დაკარგავს. ეროვნულ ბანკებს ყოველთვის აქვთ ეს დილემა, მაგრამ ამავე დროს ყოველთვის აქვთ გარკვეული მოქნილობა იმისათვის, რომ ეს ფაქტორი მიიღოს მხედველობაში“, - ამის შესახებ დღეს ონლაინბრიფინგზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, განაცხადა.

ქვეყნის პირველი ბანკირის შეფასებით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს, 3%-ს, მხოლოდ და მხოლოდ ეტაპობრივად უნდა დაუბრუნდეს მონეტარული პოლიტიკის სწორი რეაგირებით.

კობა გვენეტაძის პროგნოზით, წელს ინფლაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და მიზნობრივ მაჩვენებელს ის მხოლოდ 2021 წლის პირველ ნახევარში დაუბრუნდება.

სებ-ი წელს, მთავრობისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსგავსად, საქართველოში ეკონომიკის 4%-იან ვარდნას ელოდება.

ცნობისთვის, დღეს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 8.5%-მდე შეამცირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system