თავში

რეგიონული საზღვაო და სარკინიგზო ფორუმი გაიხსნა

​რეგიონული საზღვაო და სარკინიგზო ფორუმი გაიხსნა
რეგიონული საზღვაო და სარკინიგზო ფორუმი გაიხსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ საზღვაო და სარკინიგზო ფორუმის ,,Connecting Eurasia: Smart Ports and Rail Forum” გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. ვირტუალური ფორუმი ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის და საქართველოში, თურქეთსა და აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოების თანაორგანიზებით იმართება და მიზნად ისახავს საზღვაო და სარკინიგზო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების განხილვას და აშშ-ის და საერთაშორისო დაფინანსების ინსტრუმენტების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საკუთარი საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს და ამარტივებს რეგულაციებს, რომლებიც მიმართულია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტის საერთაშორისო ცნობადობის ზრდისა და მასში ახალი სატრანზიტო ტვირთების მოზიდვისკენ,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ და საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ციფრული ტექნოლოგიების და გადაწყვეტების როლზე უსაფრთხო, სანდო და ეფექტური სატრანსპორტო ოპერაციების უზრუნველყოფაში. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის და სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.

განსაკუთრებული ყურადღება გენადი არველაძემ დაუთმო რეგიონალური თანამშრომლობის და ერთობლივი მოქმედების მნიშვნელობას სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესების და პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესში. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მზაობას საერთაშორისო ინიციატივებში უფრო აქტიური ჩართულობისათვის, მათ შორის ტრანსატლანტიკური კავშირების განვითარების მიმართულებით.

ქართული მხრიდან ფორუმში მონაწილეობას ასევე ღებულებენ საქართველოს რკინიგზის და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები. ამასთან, ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან როგორც სახელმწიფო ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system