თავში

რეპეტიტორებს შესაძლოა საგადასახადო ვალდებულებები დაეკისროთ

რეპეტიტორებს შესაძლოა საგადასახადო ვალდებულებები დაეკისროთ
რეპეტიტორებს შესაძლოა საგადასახადო ვალდებულებები დაეკისროთ

საქსტატი რეპეტიტორებისა და ბინის გამქირავებლების რაოდენობასა და მათ შემოსავლებს დაითვლის. საქსტატის გათვლით, ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობა ამ ორ სექტორში მაღალია. მათი ვარაუდით, ამჟამად ეკონომიკის დაახლოებით 13% ჩრდილში.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ 25-30 მილიონი ლარის ფარგლებშია თანხა, რომელსაც რეპეტიტორები 1 წლის განმავლობაში იღებენ. თუმცა გაცილებით დიდია ის ხარჯები, რასაც მოსახლეობა განათლებისთვის იხდის - 400-500 მილიონი ლარის ფარგლებში. იზრდება განათლების სექტორის საბიუჯეტო დაფინანსებაც - შარშან თითქმის 1,4 მილიარდი დაიხარჯა, წლეულს დაგეგმილია 1,5 მილიარდი. კანონი რეპეტიტორებს საშემოსავლო გადასახადს აკისრებს, მაგრამ რადგან აღრიცხვა არ ხდება, ფაქტობრივად, ეს სფერო თვითდინებაზეა მიშვებული და ბიუჯეტს არანაირი სარგებელი არა აქვს. მეტიც, ამ სფეროს აღრიცხვას არ ექნება დიდი ფისკალური ეფექტი, რადგან ბიუჯეტი მაქსიმუმ 6-7 მილიონ ლარს მიიღებს წელიწადში. თუმცა ამას ექნება სოციალური სამართლიანობის, ფისკალური დისციპლინის შემოტანის ფუნქცია. საზოგადოების ყველა წევრმა, მიუხედავად იმისა, ბიზნესმენია, დაქირავებით დასაქმებულია თუ საკუთარი უნარების გამოყენებით იღებს შემოსავლებს, უნდა გაითავისოს, რომ საბაზრო ეკონომიკაში ორი რამ არის გარდაუვალი - სიკვდილი და გადასახადები. ფისკალური ეფექტი აქ მხოლოდ თანამდევი შედეგი იქნება," - აგვიხსნა სტატისტიკოსმა და ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ და დასძინა, რომ რეპეტიტორების ინსტიტუტის არსებობა სკოლებში არასრულყოფილ განათლებაზე მიანიშნებს. ამიტომაც, ექსპერტის თქმით, რეპეტიტორების გამოკვლევა ამ კუთხითაც იქნება საინტერესო, გავიგებთ, რომელი რეგიონის, ქალაქის თუ სკოლის მოსწავლეებს შორის არის ყველაზე მეტი მოთხოვნა რეპეტიტორებზე და მოვახდენთ კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირებას.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა მეთოდოლოგიით გეგმავს საქსტატი რეპეტიტორების აღრიცხვას. არც ისაა დათვლილი, რა ეკონომიკური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს რეპეტიტორების ჩრდილიდან გამოყვანას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system