თავში

რესტორნები უკონტაქტო მიწოდების რეჟიმზე გადავიდნენ

რესტორნები უკონტაქტო მიწოდების რეჟიმზე გადავიდნენ
რესტორნები უკონტაქტო მიწოდების რეჟიმზე გადავიდნენ

კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული აკრძალვის გამო რესტორნებმა ალტერნატიული საშუალოება გამონახეს და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უკონტაქტო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. თუმცა სარესტორნო ბიზნესს ვერც ამან უშველა. როგორც ერთ-ერთი მსხვილი რესტორნის მენეჯერმა ჟანა ხორავამ report.ge-თან საუბრისას აღნიშნა, შეკვეთები საერთოდ აღარ არის და დარჩა მოხლოდ Menu.ge, რომელიც მომხმარებლის შეკვეთებზე მუშაობს. თუმცა, მისივე თქმით, მოთხოვნა არც ამ შემთხვევაშია.

,,კორონავირუსის პანდემიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად ვმოქმედებთ და ოპერირებას ვაგრძელებთ მხოლოდ უკონტაქტო სერვისის მეშვეობით. menu.ge-ზე გადავერთეთ და იქაც არაფერია. დღეში 3-ზე მეტი შეკვეთა არ შემოდის. ალბათ, ასე გაგრძელდება, სანამ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია არ გამოსწორდება. 3 ადამიანი დავრჩით რესტორანში, ისიც ადმინისტრაციის თანამშრომლები. ყველა დანარჩენი დროებით გავუშვით,ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ და არც ვიცით, სანამდე მოგვიწევს ამ რეჟიმში ყოფნა. დიდ ფინანსურ დანაკარგს განვიცდით, რომელსაც, ალბათ, დიდი ხნის განმავლობაში ვერ ავინაზღაურებთ", - ამბობს რესტორნის მენეჯერი.

ცნობისთვის, უკონტაქტო მიწოდების სერვისი ნიშნავს, რომ მომხმარებელს არ უწევს კურიერთან კონტაქტი. ის იღებს ზარს და სურვილის შემთხვევაში, კურიერს აძლევს მითითებას, სად დატოვოს შეკვეთა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system