თავში

რის ხარჯზე გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს

რის ხარჯზე გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს
რის ხარჯზე გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ეპიდემიურ ფონზე საკმაოდ ოპტიმისტურია. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამ მხრივ დადებით გავლენას მოახდენს ეკონომიკის გახსნა, რაც ბიზნესის ნაწილს მდგომარეობას შეუმსუბუქებს და დასაქმების მხრივაც შეცვლის სიტუაციას. საბოლოოდ, როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, ეკონომიკური ზრდა დამოკდიებული იქნება შედეგზე, რასაც საქართველო covid-19-თან ბრძოლაში მიაღწევს.

,,როგორც წესი, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ემყარება იმ მომენტში არსებული ინფორმაციის სისრულეს და ჩამოყალიბების ტრენდს. ეკონომიკის მოცულობა თუ მცირდება ან მატულობს, კორექტირება შედის დასახელებულ მაჩვენებლებში. სავალუტო ფონდი, სულ მცირე, 2-ჯერ ახდენს პროგნოზის კორექტირებას, ასევე იქცევიან მსოფლიო ბანკი და სხვა ავტორიტეტული ფინანსური ორგანიზაციები. ჩვეულებრივი პროცესია და დამოკიდებულია, კონკრეტულ მომენტში რა პროცესები გვექნება ეკონომიკაში. ვერ ვიტყვი, რომ ამჟამინდელი მაჩვენებელი არ შეიცვლება, გარანტიას ვერავინ მოგვცემს. ბევრი დაბრკოლება ხვდება ეკონომიკას, ამიტომ ვისურვებდი, თუკი შეიცვლება, პოზიტიურად დაკორექტიტრდეს, მთავარია, რამდენად  სწორად და ყაირათიანად  წარვმართავთ ჩვენს რესურსებს. ის, რომ თებერვალ-მარტიდან შედარებით დაიძვრება ეკონომიკა, შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნება. ამით ეკონომიკურ მაჩვენებლებს გავიუმჯობესებთ. ბიზნესშიც მეტი შესაძლებლობა გაჩნდება როგორც შემოსავლების მხრივ, ასევე დასაქმების კუთხითაც. ვფიქრობ, მეორე კვარტალში მდგომარეობა გაუმჯობესდება, მაგრამ წლის პირველი კვარტალი ნამდვილად რთული იქნება. საბოლოო ჯამში, ეკონომიკური ზრდის მიღწევა არ უნდა გაგვიჭირდეს. ეპიდემიური სიტუაცია თუ გაუმჯობესდება, ვურუსთან ბრძოლოს შედეგი დადებითი ზრდაზეც ადეკვატურად აისახება, მნიშვნელოვანია  ეს კრიზისი დავძლიოთ", - ამბობს მომცელიძე.

ცნობისთვის, სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით, ხოლო 2022 წელს - 5.8%-ით გაიზრდება. Fitch-ი ვარაუდობს, რომ საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი იქნება. (4,0% - 2021 წელს და 3,7% - 2022 წელს).

როგორც სააგენტოს განახლებულ ანგარიშშია აღნიშნული, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად "BB" დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system