თავში

რის ხარჯზე შემცირდა საქართველოს ეკონომიკა

რის ხარჯზე შემცირდა საქართველოს ეკონომიკა
რის ხარჯზე შემცირდა საქართველოს ეკონომიკა

საქსტატმა დღეს 2020 წლის მაისის ეკონომიკური ზრდის ამსახველი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.5%-ით შემცირდა

2020 წლის პირველ 5 თვეში კი ეკონომიკის შემცირების მაჩვენებელი 5.4%-ია. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ზრდაზე ნეგატიური გავლენა დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 22.2%-ით შემცირებამ იქონია, უარყოფითად აისახა ასევე ექსპორტის შემცირებული მაჩვენებელიც.

"მშენებლობის დარგში სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის მიუხედავად გამოვლინდა შემცირების ტენდენცია. შემცირება შეინიშნებოდა როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის, ასევე სამოქალაქო და სპეციალიზირებული ობიექტების მშენებლობაში.

დაახლოებით 39%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი, 25%-ით არის შემცირებული ცემენტის და კლინკერის იმპორტი. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო სამშენებლო მასალების, ავეჯის, ასევე ტანსაცმლის და ფეხსაცმლის წარმოების მოცულობის შემცირებასთან. ასევე შესამჩნევია პურ-პროდუქტების, საკონდიტრო ნაწარმის და სასმელების წარმოების მოცულობის შემცირება.

ვაჭრობის დარგში კლება ძირითადად დაკავშირებულია ავტომობილებით ვაჭრობის შემცირებასთან. მაისში დაახლოებით 77%-ით შემცირდა ავტომობილების რეექსპორტი. შემცირებულია ასევე ბენზინით, დიზელით და ბუნებრივი გაზით საბითუმო და საცალო ვაჭრობის სფეროს შემოსავალი. შემცირდა ვაჭრობა სამშენებლო მასალებით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ავეჯით, ვეხსაცმლითა და ტანსაცმლით.

მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ტურისტულ სექტორში 94%-ით შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა. სულ დაახლოებით 36 ათასი ვიზიტი განხორციელდა, როდესაც გასულ წელს ეს მაჩვენებელი 618 ათასს აღემატებოდა"
, - განაცხადა ბრიფინგზე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system