თავში

Ro-Pax-ის ხომალდი "აზერბაიჯანი" პირველ რეისში გავიდა - PHOTO

Ro-Pax-ის ხომალდი "აზერბაიჯანი" პირველ რეისში გავიდა
Ro-Pax-ის ხომალდი აზერბაიჯანი პირველ რეისში გავიდა - PHOTO

აზერბაიჯანში აშენებული  Ro-Pax ტიპის ხომალდი თავის პირველ რეისში გაემგზავრა ბაქოს პორტიდან ყაზახეთის კურიკში. ბაქოს პორტის პრესსამსახურის უფროსის ელმარ ხაბიბლის ცნობით,  გემი ოპერატიულად დაიტვირთა. 

”ხომალდი, რომელიც თავის პირველ მოგზაურობას განახორციელებს ყაზახეთის პორტ კურიკში, 47 მგზავრითა (43 მათგანი TIR სატვირთო მანქანის მძღოლია) და 19 მანქანით დაიტვირთა”, -  განაცხადა ბაქოს პორტის პრესსამსახურის უფროსმა, ელმარ ხაბიბლიმ.

Ro-Pax  ხომალდი სახელად "აზერბაიჯანი"ეკუთვნის აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო კომპანიას (ASCO). მისი მშენებლობა დასრულდა 1 მარტს. გემის პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ  აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა. Ro-Pax-ის საბორნე ხომალდმა "აზერბაიჯანმა" ალატის ბაქოს პორტი დატოვა და ყაზახეთის კურიკისკენ გაემართა.

ახალი გემის კონცეფცია შეიმუშავა ოდესის საზღვაო საინჟინრო ბიურომ.  საინჟინრო-საპროექტო სამუშაოებში მონაწილეობდნენ ASCO-ის ინჟინრებმა. ახალი გემის კონცეფცია განიხილება უნიკალურ პროექტად და პირველად ჩაეშვა ექსპლუატაციაში კასპიისპირეთში. Ro-Pax-ის ხომალდების სიგრძე დაახლოებით 154,5 მეტრია, სიგანე 17,7 მეტრი და სიმაღლე 7,5 მეტრი. ხომალდს შეუძლია 100 მგზავრის, 56 სატანკო ვაგონის ან 50 სატვირთო მანქანის ტრანსპორტირება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system