თავში

როდის შევძლებთ თავად ავარჩიოთ ვისგან ვიყიდით "დენს და გაზს"

როდის შევძლებთ თავად ავარჩიოთ ვისგან ვიყიდით "დენს და გაზს"
როდის შევძლებთ თავად ავარჩიოთ ვისგან ვიყიდით დენს და გაზს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის ახალი თავმჯდომარე დავით ნარმანია სემეკ-ის ახალ გეგმებზე საუბრობს. მისი განცხადებით, მთავარი ამოცანა მომხმარებლის უფლებების დაცვაა, მიმწოდებელსა და აბონენტებს შორის ურთიერთობების მოგვარება კი მთავარი პრიორიტეტია.

"უკვე მომზადებულია ახალი კანონპროექტი, რომელიც განიხილება პარლამენტში და შედეგად "სემეკი", გარდაიქმნება წმინდა ევროპულ სისტემად. მნიშვნელოვანი სიახლე, რის განხორციელებასაც "სემეკი" გეგმავს, არის ბაზრის გახსნა. არსებული მდგომარეობით, ელექტროენერგიის და გაზის მიმწოდებელი თითო კომპანია გვყავს და მომხმარებელს არჩევანის საშუალება არ აქვს. ცვლილებების შემდეგ, აბონენტს საშუალება ექნება, რომ რამდენიმე მიმწოდებლიდან აარჩიოს ის, რომელიც ყველაზე დაბალ ფასს შესთავაზებს." - აღნიშნა ნარმანიამ. 

მისივე თქმით, ბაზრის გახსნა, ეტაპობრივად მოხდება, რის შედეგად შეიქმნილი კონკურენტული გარემოთი მომხმარებელი რჩება მოგებული და კომუნალური გადასახადების ზრდის ალბათობაც იკლებს. 

თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ 21 ოქტომბერს აირჩიეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system