თავში

როგორ აისახება აზერბაიჯანზე საქართველოს საზღვრების გახსნა

როგორ აისახება აზერბაიჯანზე საქართველოს საზღვრების გახსნა
როგორ აისახება აზერბაიჯანზე საქართველოს საზღვრების გახსნა

აზერბაიჯანის გამოცემა - "ზერკალო" («Зеркало») აქვეყნებს სტატიას, სათაურით, "საქართველო საზღვრებს ხსნის: წავლენ თუ არა აზერბაიჯანელები მეზობელთან დასასვენებლად?"

სტატიაში აღნიშნულია, რომ 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება, ხოლო 1-ლი ივლისიდან ქვეყანა უცხოელი ტურისტების მიღებას იწყებს. აქვე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში თბილისში მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (UNWTO) სამიტი უნდა გაიმართოს, რომელშიც, რა თქმა უნდა, მონაწილეობას აზერბაიჯანიც მიიღებს. 

აზერბაიჯანის ტურისტული სააგენტო «Vizit Tur»-ის დირექტორი სვეტლანა ჰუსეინოვა აცხადებს, რომ საქართველოს საზღვრების გახსნა უდაოდ გამოიწვევს დადებით დინამიკას აზერბაიჯანშიც.

ჰუსეინოვა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აზერბაიჯანელები საქართველოს დათვალიერება-მოგზაურობის მხრივ ტურისტულ რეიტინგში პირველ ადგილზე იმყოფებიან და იხსენებს თებერვლის მონაცემებს, როცა საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან შევიდა.

ჰუსეინოვა ვარაუდობს, რომ აზერბაიჯანელები ევროპაში სამოგზაუროდ წასვლას არ იჩქარებენ, მაგრამ  ზოგიერთებმა უკვე შვებულებების გატარება საქართველოში დაგეგმეს.

"მჯერა, რომ თუ საქართველო პირველი ივლისიდან საზღვრებს გახსნის, ამით ბევრი აზერბაიჯანელი ისარგებლებს და მეზობლისაკენ გაეშურება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მოქმედება მისაბაძი იქნება სხვა ქვეყნებისათვისაც", - აღნიშნა ექსპერტმა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მოგზაურობა აზერბაიჯანელებისთვის უფრო მოსახერხებელია, რადგან მეზობელ ქვეყანაში შესაძლებელია ავტომობილით გადასვლა და მოგზაურობა, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანელები საქართველოში წასასვლელად ავიარეისების აღდგენაზე არ იქნება დამოკიდებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system