თავში

როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე ფულის მასის ზრდა

როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე ფულის მასის ზრდა
როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე ფულის მასის ზრდა

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ფულის მასის ზრდა ეკონომიკის სტიმულირებას მოახდენს. საბანკო სფეროს ექსპერტ, პროფესორ ლია ელიავას შეფასებით, ლარის კურსს ამით არაფერი დაუშავდება, პირიქით, ბიზნესზე დადებითად იმოქმედებს და მიძინებულ ეკონომიკას გამოაცოცხლებს, რაც მცირევადიან პერიოდში ლარზეც პოზიტიურ გავლენას მოახდენს.

როგორც ლია ელიავა აღნიშნავს ფულის მასის ზრდა პირდაპირკავშირშია იმ რესურსთან, რომელიც პანდემიის პერიოდში მთავრობამ მოსახლეობას დახმარების მიზნით დაურიგა.

,,ფულის მასა გაიზარდა და ეს ნამდვილად დადებითი ფაქტია. ვერ ვიტყვი, რომ ეკონომიკას ავნებს, პირიქით, შეიძლება, გამოაცოცხლოს კიდეც.  ჩვენს ეკონომიკაში ფულის მასა 2-ჯერ ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც ეკონომიკის სტიმულირებას სჭირდება. როცა ბიზნესი ვერ ყიდის თავის მომსახურებას და პროდუქციას, ეკონომიკური კრიზისი დგება.  სწორედ ამ მძიმე პერიოდის გადასატანად იქნა აღებული სესხი და ფულის მასა გამოტანილი ბაზარზე, რომელიც არც ინფლაციის მაჩვენებელზე იმოქმედებს ნეგატიურად. ინფლაციის ყველაზე დიდი მტერი კურსის ცვალებოდობაა. ასე, რომ ეკონომიკაში ფულის მასის ზრდის გამო ცუდი არაფერია მოსალოდნელი, პირიქით, ხარჯვა გაიზრდება, რაც შესაბამისად იმოქმედებს ბიზნესზეც. ფულადი რესურსი გაიცა, როგორც მოსახლეობის დახმარება ეპიდემიით გამოწვეული პრობლემის დასაძლევად, ყოველ შემთხვევაში, ასე შეიფუთა. სინამდვილეში ეს იყოს სავალუტო ფონდის რეკომენდაცია იმისთვის, რომ ეკონომიკის სტიმულირება მოეხდინათ. აუცილებელი იყო დამატებითი ფულის მიწოდება ეკონომიკისთვის, რაც სებ-მა ვერ გარისკა და მთავრობამ თავის ხელში აიღო ეკონომიკური სტიმულირების სადავეები", - განმარტა report.ge-თან ლია ელიავამ. 

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში ქვეყანაში ფულის მასა რეკორდულ ნიშნულზეა. ფართო ფულმა (M2) 13.07 მილიარდ ლარს მიაღწია. წლიურ ჭრილში ფულის მასის ზრდა 16.04%-ია. აგვისტოსთან შედარებით კი 429.7 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

გაზრდილია უშუალოდ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასაც და ის 4.46 მილიარდი ლარს უტოლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system