თავში

როგორ "ალაპარაკდა" საფერავი

როგორ "ალაპარაკდა" საფერავი
როგორ ალაპარაკდა საფერავი

ღვინის ბიზნესი საქართველოში დიდი ხანია არსებობს და ამ სეგმენტში ნიშის დამკვიდრება იოლი როდია. მომხმარებლის მოზიდვა ორმა სტუდენტმა 20 წლის დავით მიგინეიშვილმა და ანა ქურდაძე, განსხვავებული და ორიგინალური ფორმით სცადა. ახალგაზრდა მეწარმეებმა, კომპანია Wine Ness დაარსეს და ამ ბრენდქვეშ, არც მეტი, არც ნაკლები, საფერავის ალაპარაკება გადაწყვიტეს. მათ სათქმელს ღვინის ეტიკეტები ამბობენ.

„საფერავი, პირდაპირი მნიშვნელობით, ავალაპარაკეთ. მაგალითად, „მიყვარხარ“, “Should Have Kissed You Longer” („შენთვის უფრო ადრე უნდა მეკოცნა“), “Drunk Enough To Say Love You” („საკმარისად მთვრალი ვარ, რომ გითხრა, მიყვარხარ“), “I Like You More Than I Planned” („იმაზე მეტად მომწონხარ, ვიდრე ვიფიქრებდი“) და სხვა, - ეს ჩვენი ეტიკეტებია ღვინის ხაზიდან “For Lovers". რომანტიკული შინაარსის გარდა, სიტუაციის განსამუხტ, არაერთ სახალისო ეტიკეტსაც ვამზადებთ “Jesus touched my water”, “wine is the answer! What was the question?” და ა.შ. ასევე, მომხმარებელს თავადვე შეუძლია სასურველი ეტიკეტის მოფიქრება და მისი ბოთლზე დატანა," - განუცხადეს Report.ge-ს ახალგაზრდა მეწარმეებმა.

კითხვაზე, რა გამოარჩევს WINE NESS სხვა ღვინოებისგან, დავით მიგინეიშვილი გვპასუხობს, რომ მისი საფერავი ყველაზე გულწრფელია, რაც კი ოდესმე შექმნილა, რადგან „თითოეულ საფერავს იმ ადამიანის გულწრფელი ემოცია აქვს, ვინც მას ყიდულობს. 

"ვფიქრობ, აქამდე არ ყოფილა ისეთი საფერავი, რომელიც ჩვენს სათქმელს იტყოდა თამამად და ხმამაღლა, ასე ღიად. Wine Ness-ის შეძენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური შეკვეთით – ადგილზე მიტანით, ასევე ბარნოვის 64 ში – ღვინის ბარ „ზილიკოში“. ეს არის დასაწყისი, რომელიც გვინდა, რომ დიდ თავგადასავლად იქცეს. ჩვენი ვენახებიდან დაწყებული – საკუთარი ღვინის ბარის გახსნით დამთავრებული, რომელსაც იგივე სახელწოდება, WINE NESS ექნება, სადაც ადამიანებს უფრო მეტი ემოციის გაზიარების, სიყვარულის გავრცელების შესაძლებლობას მივცემთ," -გვეუბნება მიგინეიშვილი.

უფრო ახლო მომავლის გეგმებს რაც შეეხება, სულ მალე, კომპანია თეთრი ღვინის „ტვიშის“ დამატებას აპირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system